„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 564
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.025458
564
23/12/2025
ვებგვერდი, 24/12/2025
470000000.10.003.025458
„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №564

2025 წლის 23 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 

„2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის №474 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2024, 470000000.10.003.024868) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №6 დანართის („ტუბერკულოზის მართვა“ − პროგრამული კოდი: 27 03 02 06) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14 265.4 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება − 13 200 ლარი თვეში)

4,613.0

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველისა და სხვა საკვლევი მასალის ლოჯისტიკა

2,000.2

3

სტაციონარული მომსახურება

5,680.4

4

პენიტენციური დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

17.8

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

54.0

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად და მეორე რიგის მედიკამენტების სრული ღირებულების არაუმეტეს 90%-ის შესყიდვა

1,500.0

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა სრულად და სენსიტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა არაუმეტეს 75%-ის ოდენობით ფულადი წახალისების დაფინანსება

400.0

 

სულ:

 14,265.4.“.  

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე