„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 332
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017966
332
23/12/2025
ვებგვერდი, 24/12/2025
190040000.22.033.017966
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №332

2025 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:

1. დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბიუჯეტის განმკარგველის – 1004 – „ა(ა)იპ – „ცენტრალური სისხლის დაწესებულება“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:

„857

1005

სსიპ – „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“;

 

 

ბ) ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველები:

„9120

2623

 შპს – ფეხბურთის კლუბი ლანჩხუთის გურია;

 

243

0854

 სსიპ – დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი;

 

250

0861

სსიპ – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი“;

 

 

გ) ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:

„1092

4732

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო მაუწყებელი – აბაშის მაცნე“;

 

 

დ) ბიუჯეტის განმკარგველი – 7145 – „სსიპ – ქალაქ თელავის №2 საჯარო სკოლა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2665

7145

სსიპ – ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თელავის №2 საჯარო სკოლა“;

 

 

2. დანართ №3-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის – 7821 – „მდგრადი წყალმომარაგებისა და სანიტარიული სექტორის განვითარების პროგრამა (ADB) – კრედიტი“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი:

„პროგრამა ადგილობრივ დონეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამის (CLEAR) წყალზე“

7822“.“

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი