„პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016784
49
22/12/2025
ვებგვერდი, 26/12/2025
300280000.16.009.016784
„პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №49

2025 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №40 დადგენილების (ვებგვერდი, 18.09.2023, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.16.009.016642) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №1):

ა) მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2026 წლის 1 იანვრის შემდეგ ექსპლუატაციაში შესულ აქტივებთან დაკავშირებით გამოიყენება ცვეთის წრფივი მეთოდით განსაზღვრული, კომისიის მიერ დამტკიცებული „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები“.

2. 2026 წლის 1 იანვრამდე ექსპლუატაციაში შესულ აქტივებთან დაკავშირებით კომისია ითვალისწინებს საწარმოს მიერ გამოყენებულ ცვეთა/ამორტიზაციის ნორმებს, ხოლო ამ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საამორტიზაციო ანარიცხების გაანგარიშების წესი ან კომისიის მიერ დამტკიცებული „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ნორმები“.“;

ბ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის განსაზღვრავს საწარმოს საბრუნავი კაპიტალის გონივრულ ოდენობას, რომელიც იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

სადაც:

i

სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n);

საბრუნავი კაპიტალის ოდენობა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი);

დებიტორული დავალიანების დაფარვის თარიღი;

საბაზისო წელს კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე საოპერაციო დანახარჯებთან მიმართებაში;

საბაზისო წელს კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე დამატებული ღირებულების გადასახადთან მიმართებაში – საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუადრეს 15 რიცხვისა (დღე);

საოპერაციო დანახარჯები შესაბამისი სატარიფო წლისთვის, რომელთა შემთხვევაშიც საწარმოს გააჩნია დადებითი სხვაობა დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღეებს შორის (ლარი);

სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხასა და ჩასათვლელ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხებს შორის შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი).“;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხვა წყალმომხმარებლისთვის (გარდა იმ მომხმარებლებისა, რომლებიც წყალს მოიხმარენ ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის) წყლის საცალო მიწოდების საფასური იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

i

-

სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n);

Tსაც

-

სხვა წყალმომხმარებლისთვის (გარდა იმ მომხმარებლებისა, რომლებიც წყალს მოიხმარენ ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის) წყლის საცალო მიწოდების საფასური (ლარი/მ3);

RCB(t+i)

-

შესაბამისი სატარიფო წლის საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა, რომელიც შემცირებულია იმ სხვა წყალმომხმარებლებიდან მისაღები საპროგნოზო შემოსავლით, რომლებიც წყალს მოიხმარენ ელექტროენერგიის წარმოების მიზნებისთვის;

W(t+i)

-

მოხმარებული წყლის (გარდა ელექტროენერგიის წარმოების მიზნით მოხმარებული წყლისა) საპროგნოზო ოდენობა შესაბამისი სატარიფო წლისთვის (მ3).“;

 

 

დ) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი შესაბამისი (t+i) სატარიფო წლისთვის დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

i

სატარიფო წლის რიგითი ნომერი სატარიფო რეგულირების პერიოდში (1≤i≤n);

TVCORRt+i

დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით შესაბამისი სატარიფო წლისთვის (ლარი);

TVCORRt

დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით ტარიფის გაანგარიშების (t) წლისთვის (ლარი);

rd(t+j)

დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც შესაბამისი სატარიფო წლისთვის კომისიის მიერ განსაზღვრული სესხის ღირებულების ტოლია (პროცენტი).“;

 

ე) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„2 1. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით ტარიფის გაანგარიშების (t) წელს იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

სადაც:

nOld 

სატარიფო წლების რაოდენობა მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდში;

TVCORRt

დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი დროში ფულის ღირებულების გათვალისწინებით ტარიფის გაანგარიშების (t) წლისთვის (ლარი);

CORRt-nOld+j

კორექტირებას დაქვემდებარებული (t-nOld+j) სატარიფო წლის კორექტირება (ლარი);

rd(t-nOld+k)

დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც შესაბამისი სატარიფო წლისთვის კომისიის მიერ განსაზღვრული სესხის ღირებულების ტოლია (პროცენტი).“;

 

ვ) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი შესაბამისი სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

i

სატარიფო წლის რიგითი ნომერი რეგულირების პერიოდში (1≤i≤n);

CORR

კორექტირებას დაქვემდებარებული სატარიფო წლის კორექტირება(ლარი);

cCAPEX

შემოსავლის კორექტირება, რომელიც გამოწვეულია სატარიფო წლის ფაქტობრივ და დაგეგმილ კაპიტალურ დანახარჯებს შორის სხვაობით (ლარი);

corrOPEX

შემოსავლის კორექტირება, რომელიც გამოწვეულია სატარიფო წლის ფაქტობრივ და დაგეგმილ არაკონტროლირებად საოპერაციო დანახარჯებს შორის სხვაობით, კორექტირებას დაქვემდებარებულ ფაქტობრივ და დაგეგმილ კონტროლირებად საოპერაციო დანახარჯებს შორის სხვაობით და ასევე ფაქტობრივ და დაგეგმილ ინფლაციის მაჩვენებლებს შორის სხვაობით (ლარი);

cREV

შემოსავლის კორექტირება, რომელიც გამოწვეულია სატარიფო წლის წყალმომხმარებლებისათვის მისაწოდებელი წყლის ფაქტობრივ და დაგეგმილ მოცულობებს შორის სხვაობით (ლარი);

cCoW 

შემოსავლის კორექტირება, რომელიც გამოწვეულია სატარიფო წლის საირიგაციო სისტემაში წყლის მიღებასთან და მის მიწოდებასთან დაკავშირებული ცვლადი დანახარჯების ფაქტობრივ და დაგეგმილ ოდენობებს შორის სხვაობით (ლარი).“;

 

ზ) 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ კონკრეტული სატარიფო წლისთვის საწარმოს მიერ წყალმომხმარებლებისათვის მისაწოდებელი წყლის ფაქტობრივი მოცულობა განსხვავდება დაგეგმილი მოცულობისაგან, საირიგაციო სისტემით წყლის მიწოდების მომსახურებით მიღებული შემოსავლების კორექტირება იანგარიშება წყალმომხმარებლებისათვის მისაწოდებელი წყლის ფაქტობრივ და დაგეგმილ მოცულობებს შორის არსებულ სხვაობაზე დაყრდნობით, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ეფექტის გამორიცხვით.“;

თ) 26-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატარიფო რეგულირების პერიოდის განმავლობაში ტარიფები ექვემდებარება კორექტირებას იმ ფაქტორებით, რომელთა ანალიზიც არ საჭიროებს დანახარჯების მარეგულირებელ აუდიტს:

ა) მიწოდებული წყლის ფაქტობრივი ოდენობა;

ბ) ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლები;

გ) ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილებები;

დ) სპეციალური საოპერაციო დანახარჯების საპროგნოზო ცვლილებები (spOPEX).

2. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო რეგულირების პერიოდის მიმდინარეობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფაქტორებით გამოწვეული კორექტირების კომპონენტების ჯამის აბსოლუტური მაჩვენებელი აჭარბებს ამავე სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის საშუალო წლიური ოდენობის 20%-ს, რეგულირებული საწარმოს მიერ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, კომისია განახორციელებს ზემოაღნიშნული კორექტირების კომპონენტებით სატარიფო რეგულირების პერიოდზე რეგულირებული საწარმოსათვის დადგენილი ტარიფების კორექტირებას აღნიშნული გარემოების დადგომის მომდევნო სატარიფო წლის დასაწყისიდან  ამ თავში ასახული პრინციპების შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ სატარიფო რეგულირების პერიოდის მიმდინარეობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მოცემული ფაქტორებით გამოწვეული კორექტირების კომპონენტების ჯამის აბსოლუტური მაჩვენებელი აჭარბებს ამავე სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის განსაზღვრული რეგულირებადი დანახარჯების ბაზის საშუალო წლიური ოდენობის 30%-ს, რეგულირებული საწარმოს მიერ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ზემოაღნიშნული კორექტირების კომპონენტებით სატარიფო რეგულირების პერიოდზე რეგულირებული საწარმოსათვის დადგენილი ტარიფების კორექტირება აღნიშნული გარემოების დადგომის მომდევნო სატარიფო წლის დასაწყისიდან ამ თავში ასახული პრინციპების შესაბამისად.“;

 

ი) 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31- 34 პუნქტები:

„31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საწარმოს ტარიფის კორექტირების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია სატარიფო რეგულირების პერიოდის დარჩენილ სატარიფო წლებზე განაახლოს რეგულირებული საწარმოს მიერ მისაწოდებელი წყლის საპროგნოზო ოდენობა.

32. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე რეგულირებული საწარმოს ტარიფის კორექტირების შემთხვევაში კომისია გაითვალისწინებს გასული სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლო სატარიფო წლის იმავე კორექტირების კომპონენტებს.

33. კომისია უფლებამოსილია, გააკორექტიროს რეგულირებული საწარმოს ტარიფი ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული კორექტირების კომპონენტების უფრო ნაკლები პროცენტული გადახრის შემთხვევაში.

34. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში, რეგულირებულმა საწარმომ სატარიფო განაცხადი უნდა წარმოადგინოს შესაბამისი წლის  არაუადრეს 4 ივლისისა და არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.“;

 

კ) 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2026-2028 სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) შეადგენს 15.27%-ს, რომლის კომპონენტების და მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთის (rsd) სიდიდეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 8.83%;

ბ) სესხის ღირებულება (rd) – 14.72%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (mp) – 4.79%;

დ) ქვეყნის დეფოლტრისკი (ds) – 2.96%;

ე) ქვეყნის რისკი (cr) – 4.45%;

ვ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 0.7;

ზ) მოკლევადიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი (rsd) – 12.82%.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგივი სანიკიძე