დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 19/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.30.060.016102 |
|
თავი I
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ლარებში
|
მუხლი 2.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ლარებში
თავი II აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები
|
მუხლი 3.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 43550000 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები 20050000 ლარის ოდენობით.
ლარებში
|
მუხლი 5.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები |
ფინანსური დახმარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს 22000000 ლარი.
ლარებში
|
მუხლი 6.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1500000 ლარის ოდენობით.
ლარებში
თავი III აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 45060955 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ლარებში
|
მუხლი 8.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
ა) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 489045 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ლარებში
ბ) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება თანდართული რედაქციით: ლარებში
|
მუხლი 9.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ლარებში
თავი IV აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 10.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო (პროფიციტი/დეფიციტი) |
ლარებში
|
მუხლი 11.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივები |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-2000000) ლარის ოდენობით:
ა) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ლარის ოდენობით; ბ) განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2000000 ლარის ოდენობით. ლარებში
|
მუხლი 12.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის ოდენობით.
ლარებში
2026 წლის პირველი იანვრისათვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას ვალი არ გააჩნია.
თავი V აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2026-2029 წლების პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და მესამის შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:
· მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა · მოსახლეობის სოციალური დაცვა · განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია · აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის/ კავშირების აღდგენა · საარქივო ფონდის დაცულობის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა · მოსახლეობის დასაქმების და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა · დევნილთა განსახლების ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება · წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება · ფინანსური და არაფინანსური რესურსების მართვა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა · აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა
1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ხორციელდება მთელი რიგი სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლითაც დაცულია ადამიანების უფლება ამ სფეროში. მიუხედავად ამისა, დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, პროგნოზულად ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესების მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნება, ეს გარემოება განსაზღვრავს გაცილებით მეტ მოთხოვნას სამედიცინო დახმარებაზე. დევნილი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მოკლებულია საშუალებას მიიღოს დროული და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება. უსახსრობის გამო სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ დიდი დაგვიანებით, დაავადებების გართულებული ფორმებით, რომელთა მკურნალობა სამომავლოდ უფრო დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. 1.1. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა ამბულატორიული დახმარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი ცვლილებები, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ამბულატორიულ სერვისებთან მიმართებაში. თუმცა ამ სერვისების დიდი ნაწილი მოსახლეობის მხრიდან მაინც ითვალისწინებს თანაგადახდას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მომართვიანობას. პროგრამის მიზანია დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პირველადი რგოლის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური კვლევების (მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიები და სცინტიგრაფია), სხვადასხვა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების, ონკოპაციენტთა დამატებითი მომსახურებების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობის, სტომატოლოგიური მომსახურების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რომელთა განხორციელებითაც შესაძლებელია დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, გართულებათა პრევენცია, ცხოვრების ხარისხისა და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ძირითად მახასიათებლებზე. 1.1.1. ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობის, მათ შორის, შშმ პირების თანდაყოლილი დაავადებით ან ტრავმული დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენა და ცხოვრების ხარისხის ამაღლება. მათი მაქსიმალური სოციალური ადაპტაცია და საზოგადოების დამოუკიდებელ და აქტიურ წევრად ჩამოყალიბების შესაძლებლობის ფორმირება. სარეაბილიტაციო მკურნალობა მოიცავს შერჩევითად (საჭიროებისამებრ) ფიზიკურ თერაპიას (მასაჟი, ვარჯიში), აპარატურულ ფიზიოთერაპიას, ჰიდროკინეზოთერაპიას. 1.1.2. ინსტრუმენტული და ენდოსკოპიური გამოკვლევები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა ინსტრუმენტულ და ენდოსკოპიურ დიაგნოსტიკურ კვლევებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ინსტრუმენტული და ენდოსკოპიური გამოკვლევები სხვადასხვა ორგანოთა სისტემის დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკის ყველაზე ზუსტი, ინფორმატიული და ხშირ შემთხვევაში აუცილებელი მეთოდებია. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ინსტრუმენტული კვლევების (თავის ტვინისა და ქვედა კიდურების დოპლეროგრაფია, ციფრულ რენტგენოგრაფია, ართროექოსკოპიას, ელექტროენცეფალოგრაფიასა და სხვა) და ენდოსკოპიური კვლევების (კოლონოსკოპია ეზოფაგოდუოდენოსკოპიას და ა.შ) თანადაფინანსებას. 1.1.3. კლინიკურ – ლაბორატორიული კვლევები კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევები ისეთი თანამედროვე, მაღალეფექტური, სწრაფი და უსაფრთხო კვლევის მეთოდებია, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტიკაში, მათ შორისაა დოპლეროგრაფია, ციფრული რენტგენოგრაფია, სპირომეტრია, ელექტროენცეფალოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ართროექოსკოპია და ა.შ. ისინი მრავალი პათოლოგიის სადიაგნოსტიკოდ და მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენება. ასევეა ენდოსკოპიაც, რომელიც სხვადასხვა ორგანოთა სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკის ყველაზე ზუსტი, ინფორმატიული და ხშირ შემთხვევაში აუცილებელი მეთოდია. ლაბორატორიულ გამოკვლევებს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა დაავადების სადიაგნოსტიკოდ თუ მდგომარეობის შესაფასებლად. ქვეპროგრამის მიზანია ბენეფიციართა ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ცალკეულ კლინიკო-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ სერვისებზე. 1.1.4. ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია დევნილთა კონტიგენტში პირის ღრუს დაავადებათა მაღალი დონე განსაზღვრავს გაცილებით მეტ მოთხოვნას სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებაზე. ქვეპროგრამა წარმოდგენილია ორი კომპონენტით: ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურების კომპონენტი ითვალისწინებს 4-დან 16 წლამდე ასაკის პირების მკურნალობას (თერაპია, ქირურგია), ხოლო მოზრდილთა სტომატოლოგიური მომსახურების კომპონენტი ითვალისწინებს მთლიანი ან ნაწილობრივი (ზედა და/ან ქვედა ყბის) კბილების მოსახსნელი პროთეზით მომსახურებას. ქვეპროგრამის მიზანია: აფხაზეთიდან დევნილ ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 1.1.5. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა ქვეპროგრამა ითვალისწინებს დადასტურებული უშვილობის დიაგნოზის მქონე დევნილ ბენეფიციართა ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას უშვილობის მკურნალობისა და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ თანამედროვე სერვისებზე. 1.1.6. აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგი რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლა, დევნილებთან სამინისტროს ხელმძღვანელთა პერმანენტული შეხვედრები და სამედიცინო-სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგები ადასტურებს, რომ დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ინდიკატორები არადამაკმაყოფილებელია, რაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით, მათ დაბალ აქტივობაზე მიუთითებს. ყოველივე მოითხოვს სამედიცინო-სოციალური პრობლემების დარეგულირებისათვის დამატებითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას. ქვეპროგრამის მიზანია თბილისსა და რეგიონებში, კერძოდ: სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, კახეთისა და შიდა/ქვემო ქართლის რეგიონებში დევნილი მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროებების საფუძველზე. პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვებით ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა. 1.1.7. ონკოპაციენტთა სამედიცინო მომსახურება ქვეპროგრამა უზრუნველყოფს იმ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რომლებიც ძალიან ძვირადღირებულია, მაგრამ თანამედროვე ონკოლოგიაში სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებათ, როგორც განკურნების, ასევე პალიატიურ რეჟიმში. გარდა ქიმიო და სხივური თერაპიის თანადაფინანსებისა, ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოპაციენტების ჰორმონო, იმუნო და ტარგეტული თერაპიების თანადაფინანსებასაც. ეს სამკურნალო პრეპარატები არ კლასიფიცირდება როგორც ქიმიოპრეპარატები, თუმცა მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის განუყოფელი ნაწილია. ამ ჯგუფის პრეპარატების მაღალი ფასის გამო პაციენტების გარკვეული ნაწილისათვის ისინი ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია. ონკოლოგიური დაავადებების დროულად გამოსავლენად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ კვლევებს და ბიოფსიას, რომლის შედეგები გამორიცხავს ან ადასტურებს ჯანმრთელობისათვის საზიანო პროცესების არსებობას ადამიანის ორგანიზმში. ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს იოდოთერაპიის თანადაფინანსებას. ქვეპროგრამის მიზანია: დევნილი მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სერვისებზე. 1.1.8. ბავშვთა აბილიტაცია ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მენტალური განვითარების დარღვევის მქონე ბავშვთა მაქსიმალური სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოების დამოუკიდებელ აქტიურ წევრად ჩამოყალიბების შესაძლებლობის ფორმირებაში. აბილიტაციის კომპონენტი ითვალისწინებს საჭიროების მიხედვით, ოკუპაციური თერაპიას, მეტყველების თერაპიას, ფსიქოთერაპიას და ქცევით თერაპიას. ქვეპროგრამის მიზანია: ბენეფიციართა ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აბილიტაციურ მომსახურებაზე. 1.1.9. მაღალტექნოლოგიური კვლევები მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ასევე პოზიტრონულ-ემისიურ ტომოგრაფიას (PET/KT) და სცინტიგრაფიას SPECT/CT, რომლებიც წარმოადგენენ კვლევის ყველაზე ინფორმატიულ მეთოდებს. აღნიშნული კვლევებით შესაძლებელია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობის შედეგის კონტროლი და დინამიკაში დაკვირვება. პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიული გამოკვლევის (პეტ/კტ) დიაგნოსტიკის ყველაზე ძვირადღირებული მეთოდია, რომელიც მოიცავს ქსოვილების სტრუქტურისა (კომპიუტერული ტომოგრაფია, კტ) და მათი ფუნქციის (პოზიტრონემისიური ტომოგრაფია, პეტ) კვლევას. პეტ/კტ იძლევა საშუალებას დროულად დადგინდეს იმ ქსოვილის მდებარეობა, რომლის ფუნქციონირებაშიც აღინიშნება ნორმიდან გადახრა, ასევე სცინტიგრაფია დაავადების უფრო სწორი და ზუსტი ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მაგნიტურ-რეზონანსულ, კომპიუტერულ, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიულ (PET/KT) გამოკვლევვბისა და სცინტიგრაფიის თანადაფინანსებას. 1.1.10. მხედველობის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა ქვეპროგრამა წარმოდგენილია ორი კომპონენტით: მხედველობის ორგანოს სკრინინგული გამოკვლევის კომპონენტი ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის მხედველობის ორგანოთა დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას. ხოლო მეორე კომპონენტით გათვალისწინებულია თვალის რეფრაქციული ანომალიების კორექცია ექსიმერული ლაზერით. ქვეპროგრამის მიზანია: დევნილი მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თვალის დაავადებათა კვლევის ამბულატორიულ და მკურნალობის ქირურგიულ სერვისებზე. 1.2. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა სტაციონარული დახმარება მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო და, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სტაციონარულ სამედიცინო სერვისებზე ბენეფიციართა მხრიდან თანაგადახდას. დევნილთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის შესაბამისი თანხების მოძიება დიდ სირთულეს წარმოადგენს, რაც ხელს უშლის მათ დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღებას და ზრდის შესაძლო გართულებების განვითარების რისკს. საბოლოო ჯამში აღნიშნული გარემოება უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მახასიათებლებზე. შესაბამისად, პროგრამის მიზანია დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა სტაციონარულ მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან დაცვა. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსებას, ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული მომსახურებებისა და საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ლიმიტების ფარგლებში. 1.2.1. დიაგნოსტიკისა და სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ბენეფიციართა მხრიდან გადახდა, მაინც რჩება თანადაფინანსების თანხა, რომელიც ფინანსურ ტვირთად აწვება მოწყვლად კატეგორიებს, განსაკუთრებით კი - აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს. ქვეპროგრამის მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა ჰოსპიტალური მომსახურების, ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობისა და სტაციონარულ პირობებში დიაგნოსტიკის სერვისებზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 1.2.2. ჰიგიენური სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დანიშნულების საგნებზე, ინდივიდუალური დაცვის და ავადმყოფთა მოვლის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 1.2.3. მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება დევნილი მოსახლეობისათვის მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირებასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვა, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით. მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების ქვეპროგრამა ითვალისწინებს მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირების მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. მენჯ-ბარძაყის სახსრის დაავადებების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და არასწორად შერჩეული მკურნალობა იწვევს სერიოზულ გართულებებს გადაადგილების უნარის შეზღუდვით და შემდგომში შეზღუდული შესაძლებლობის განვითარებით. განსაკუთრებით საპენსიო ასაკამდე ბენეფიციარებში, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა რჩებიან. 1.2.4. საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დარგის პროფესიული ასოციაციის ან ექსპერტის წერილობითი დასკვნის საფუძველზე მოთხოვნილი სამედიცინო სერვისის მიღება საქართველოში შეუძლებელია საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში სერვისის არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის/საჭიროების მიღება რეკომენდებულია საზღვარგარეთ. ქვეპროგრამის მიზანია პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 1.2.5. ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა ქვეპროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ომის ვეტერანთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას და ადაპტაციას. 1.2.6. განსაკუთრებულ შემთხვევათა და პათოლოგიათა მკურნალობის ხელშეწყობა ქვეპროგრამა ითვალისწინებს გაფანტული სკლეროზის, რევმატოიდული ართრიტის, სკლეროდერმიის, მიასთენიის, გენერალიზირებული, ეპილეფსიის და სხვა მძიმე პათოლოგიათა მკურნალობის თანადაფინანსებას. 1.2.7. შინ მოვლა ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი ქრონიკული დაავადებების მქონე მარტოხელა და ხანდაზმული ბენეფიციარებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შინმოვლის ფარგლებში, პროფესიონალი პერსონალის მიერ სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურების მიწოდების გზით. 1.3. სამედიცინო პერსონალის გადამზადება პროგრამა ითვალისწინებს დევნილი ექიმ-სპეციალისტთა გადამზადებას პირველადი ჯანდაცვის რგოლისათვის კრედიტ ქულების მინიჭების მიზნით. 1.4. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მედიკამენტებით მხარდაჭერა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებები ადგილზე უზრუნველყოფენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. პაციენტთა მომართვიანობიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებები მუდმივად საჭიროებენ მედიკამენტებით მხარდაჭერას. ქვეპროგრამის მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ქრონიკული დაავადებების გართულებების პრევენცია. 1.5. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების ანაზღაურება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის მეტად მოთხოვნადი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისის ის ცალკეული სახეები, რაც სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება, რადგან რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ჰოსპიტალური (სტაციონარული) მომსახურების დაფინანსებას, ხოლო ამბულატორიული კომპონენტით ფინანსური მხარდაჭერა ვრცელდება მხოლოდ ონკოპაციენტებზე. ქვეპროგრამის მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამედიცინო მომსახურების (ექიმის კონსულტაცია და ამბულატორიული კვლევები) დაფინანსების უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს პაციენტთა დროულ დიაგნოსტირებასა და საჭიროების შემთხვევაში შემდგომი მკურნალობის დაგეგმვას. 1.6. სარიტუალო მომსახურების ანაზღაურება ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაცვლილი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ ბენეფიციართა სარიტუალო მომსახურება და ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე (რუხი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). სარიტუალო მომსახურების ქვეპროგრამა ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა ლოკაციებიდან გარდაცვლილის ტრანსპორტირებას, ჩასასვენებელით უზრუნველყოფას, სუდარა (ბალიში, გადასაფარებელი) და სხვა თანმხლები მომსახურების გათვალისწინებით. ავტოკატაფალკის მომსახურება; ქვეპროგრამის მიზანია ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა მორალური, სოციალური და ფინანსური მხარდაჭერა. 1.7. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების გამართული საქმიანობისა და ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მისაღებად მნიშვნელოვანია დაწესებულებების აღჭურვა სამედიცინო საგნებით, ინვენტარით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და სხვა. განსაკუთრებულად მძიმე პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებლად სამედიცინო დახმარების გაწევას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მეშვეობით გადმოდიან კონტროლირებად ტერიტორიაზე და იღებენ შესაბამის მომსახურებას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები, სხვადასხვა მიზეზების (უხარისხო საწვავის თუ სხვა ) გამო გამოსულია მწყობრიდან, ადგილზე ვერ ხერხდება მათი შეკეთება, შესაბამისი სერვის ცენტრის არარსებობის გამო. შესაბამისად, აუცილებელია მათი გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, დიაგნოსტირება და შეკეთება/გამართვა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, რაც განაპირობებს მოსახლეობისთვის მაღალხარისხინი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. 1.8. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალისათვის უმნიშვნელოვანესია ადგილზე ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, რაც უწყვეტი სამედიცინო განათლებით და მუდმივი განვითარების გზით მიიღწევა. გადაუდებელი მდგომარეობებისა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებების მართვა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს პაციენტთა დროულ და სწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. ქვეპროგრამის მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მედიცინის თანამედროვე მიდგომების თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, გადამზადების მოკლევადიან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს საშუალო სამედიცინო პერსონალისათვის პროფესიული განვითარების ამაღლება. 1.9. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა რეფერალური მომსახურების თანადაფინანსება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც არ არიან ჩართული საქართველოს ჯანდაცვით და სოციალურ პროგრამებში, სარგებლობენ რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით, რომელიც მოიცავს, როგორც გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო შემთხვევების, ასევე სტაციონარული მომსახურების, მედიკამენტებისა და კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევების ანაზღაურებას, განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. არის გარკვეული შემთხვევები, როცა რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირები სრულად ვერ ფინანსდებიან, ლიმიტის ამოწურვის, არასრულად დაფინანსების და სხვათა გამო. ასანაზღაურებელი თანხის მოსაძიებლად კი ბენეფიციარები ცდილობენ დამატებით მიმართონ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მათი საკითხი დაექვემდებაროს ხელახალ განხილვას და დაფინანსდნენ სრულად. ამავე დროს, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები პაციენტები, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობით არიან გადმოყვანილი კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ან თვითდინებით მიმართეს ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულებას და მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ენგურის ხიდამდე მისვლას, იძულებული ხდებიან ისარგებლონ რეანიმობილის ან სასწრაფოს მანქანით და სპონსორის არარსებობის შემთხვევაში, გადაიხადონ ძვირადღირებული მომსახურების საფასური, რადგან მსგავსი მომსახურება არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით. ქვეპროგრამის მიზანია რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციართა ფინანსურ და მორალურ მხარდაჭერას. 2. მოსახლეობის სოციალური დაცვა ქვეყანაში მოქმედებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა), ხანდაზმულთა, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. ბენეფიციართა სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე, რისთვისაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უზრუნველყოფს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას სხვადასხვა პროგრამებით. 2.1. სოციალური უზრუნველყოფა პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ბენეფიციარებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით. 2.2. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით დადგენილი ბენეფიციართა საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მხარდაჭერას, ქირის თანხის ანაზღაურების გზით. 2.3. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით დადგენილი ბენეფიციართა ფულად დახმარებას. 2.4. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით დადგენილი ბენეფიციართა ოჯახებისათვის საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება / აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებას. 2.5. სოციალური სოლიდარობა პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით სადღესასწაულო დღეებში/საჭიროების შემთხვევაში საჩუქრების/დახმარების (მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების) გადაცემას ბენეფიციართათვის. 2.6. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისას ზემო აფხაზეთიდან იგპ-თა სოციალური უზრუნველყოფა პროგრამა ითვალისწინებს ზემო აფხაზეთიდან დევნილთა სოციალურად დაუცველი ოჯახების ოთხ წლამდე ბავშვებისთვის კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსებას; პენსიონერ და/ან უმუშევარ პედაგოგებისთვის ერთჯერად ფულად დახმარებას. დახმარების გაცემის წესი, ოდენობა, ბენეფიციართა კატეგორიები და შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით. 2.7. გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ – ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება პროგრამის მიზანია ბენეფიციარების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა ფინანსური მხარდაჭერის გზით.
3. განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას. განათლების მიმართულებით ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და შესრულებაზე კონტროლს აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან დაახლოებას, უმაღლესი განათლების მიღებასა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას. კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება მოიცავს ქართულ-აფხაზური კულტურის, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ფოლკლორის დაცვა-შენარჩუნებას, განვითარებასა და პოპულარიზაციას, აფხაზეთის შემოქმედებითი რესურსის წამორჩენასა და კულტურის სფეროში მოღვაწე დევნილი ხელოვანების მხარდაჭერას. სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა ითვალისწინებს სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობასა და მხარდაჭერას. სპორტი სამშვიდობო პოლიტიკის გატარების მძლავრი და სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ინტეგრაციულ პროცესებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 3.1. განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება მიზნად ისახავს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მხარდაჭერას, არსებული პრობლემებისა და ნაკლოვანებების იდენტიფიცირებას, პრობლემის აღმოსაფხვრელად პრიორიტეტების დასახვასა და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების გატარებას. 3.2. განათლების ხელშეწყობა მიზანია აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლება, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლების მხარდაჭერას, აფხაზური ენის პოპულარიზაციას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სფეროში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებას, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის, ინკლუზიური განათლებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას, არაფორმალური დისტანციური სწავლების მხარდაჭერას, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღებას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში, სასტიპენდიო კონკურსებს, ახალგაზრდების წახალისებას, მოტივაციის გაზრდას და ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას. 3.3. აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერა მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების მხარდაჭერა და მათი სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა. 3.4. წარმატებულ ხელოვანთა და სპორტსმენთა მხარდაჭერა მიზანია კულტურის, ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და სპორტის სფეროს მხარდაჭერის გაძლიერება. პროგრამა ითვალისწინებს „გიორგი შარვაშიძის პრემიის“, ვიქტორ სანეევის და ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიების განხორციელებას. 3.5. კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია მიზანია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია. აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობა კარგავს თავის ავთენტურობას და უნიკალურობას. მნიშვნელოვანია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვნად შესწავლა და შენარჩუნება; ქართველი და აფხაზი ხალხის საერთო ისტორიული მეხსიერების, ფაქტებისა და მოვლენების ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა, გადაცემა მომავალი თაობებისათვის; სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერა. 3.6. თეატრალური, სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობა აფხაზეთის კულტურის, როგორც ერთიანი ქართული კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილის თვითმყოფადობის შენარჩუნება გლობალური გამოწვევების ფონზე უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც ხელოვნების დარგში მოღვაწე შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის მხარდაჭერით მიიღწევა. ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებისათვის აქტუალური თემების სცენაზე წარმოჩენა, იძულებით გადაადგილებულ პირთა კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და მაყურებლის სულიერ განვითარებაზე ზრუნვა სსიპ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა, სსიპ სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრს ,,აზდაკის ბაღი’’ -ს საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ქართულ-აფხაზური მუსიკალური ხელოვნებისა და ქორეოგრაფიის განვითარება, მსოფლიო საგუნდო და აკადემიური მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წარმატებით ხორციელდება სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „აფხაზეთი“, სსიპ „გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელი“-სა, და ა(ა)იპ აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის შავნაბადა შემოქმედებითი საქმიანობით. 3.7. აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა მიზანია ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარება და პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ; პროგრამა ითვალისწინებს ქართულ-აფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებას, ხელოვანი ადამიანების საქმიანობის აქტუალიზაციას, კულტურის ტრადიციული და ახალი დარგების (საშემსრულებლო, ვიზუალური, შემოქმედებითი მიმართულებების და სხვა) გაძლიერებას, აფხაზეთის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობას, ტრადიციული და სახალხო დღესასწაულების, შემოქმედებითი და საიუბილეო საღამოების, გამოფენებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების განხორციელებას, საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას. 3.8. სპორტულ და ახალგაზრდულ საქმეთა ღონისძიებების ხელშეწყობა მიზანია სპორტის სხვადასხვა სახეობისა და აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების მხარდაჭერა, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. პროგრამა ითვალისწინებს სპორტული და ახალგაზრდული პროექტების ფინანსურ უზრუნველყოფას, თავისუფალი სტილით ჭიდაობის განვითარებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოებას/წახალისებას, აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით მოასპარეზე სპორტული გუნდების/კლუბების ფინანსურ მხარდაჭერას. 3.9. ახალგაზრდულ საქმეთა ხელშეწყობა მიზანია ახალგაზრდების პიროვნული, პროფესიული და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, მათთვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და შესაძლებლობებით სავსე გარემოს შექმნა.ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განათლების, ლიდერობის, სამოქალაქო ჩართულობის, სოციალური ინოვაციისა და აქტიური მოქალაქეობის გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება, მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და პოზიტიური ცვლილებების შექმნა ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე. 3.10. აფხაზეთის შესახებ ისტორიული დოკუმენტების ბაზის შექმნა და გამოცემა პროგრამის მიზანია აფხაზეთის შესახებ მატერიალური ფორმის ან/და ელექტრონულ მატარებელზე გადატანილი ისტორიული დოკუმენტების მოძიება და ისეთი მასალებით შევსება, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ღირებულება. ელექტრონული ბიბლიოთეკის სრულყოფის მიზნით დაგეგმილია ზემოაღნიშნული დოკუმენტების ასლების სახით სახელმწიფო შესყიდვა და ციფრულად ასახვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. მოძიებული მასალების საზოგადოებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია მათი გამოცემის უზრუნველყოფა.
4. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის/კავშირების აღდგენა კონფლიქტების მოგვარებისა და მდგრადი მშვიდობის დამყარების საფუძველი კონფლიქტის მხარეებს შორის შერიგებაა. ამისთვის კი საჭიროა დიალოგი, რომელიც ურთიერთნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის აუცილებელ ნიადაგს ქმნის. ამ მიზნის რეალიზებისთვის და სამშვიდობო პოტენციალის სრულად ამოქმედებისთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების რესურსის ამუშავება. სამოქალაქო საზოგადოებას დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს დაგროვებული კონფლიქტის შესახებ, აქვს ურთიერთობა მეორე მხარესთან, მაგრამ ამ ყველაფრის გამოყენება სრულად არ ხდება. პროგრამა ითვალისწინებს შერიგებაზე და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებულ ოთხ ძირითად განზომილებას-ჰუმანიტარული, ადამიანზე ორიენტირებული, სოციალური და ეკონომიური. პროგრამის რეალიზება ხელს უწყობს კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაძლიერებას, პრიორიტეტული მნიშვნელობის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებას სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობით, რაც მშვიდობიანი თანაცხოვრების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. 4.1. კომუნიკაციისა და ინფორმირების გაძლიერება პრიორიტეტის მიზანია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისა და დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების პროცესის საინფორმაციო მხარდაჭერა. აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით ინფორმაციის სისტემატიზაცია, არსებული და შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა. ახალი ამბების, რუბრიკების, დოკუმენტური მასალებისა და მიუკერძოებელი ანალიტიკური ინფორმაციების, საინფორმაციო-შემეცნებითი სიუჟეტების მომზადება აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ მოვლენებზე; აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების საინფორმაციო უზრუნველყოფა; აფხაზეთის მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის, პროექტების, გეგმებისა და აქტივობების შესახებ დევნილი და არა მხოლოდ დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობა; იგპ-თა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის გარკევული ეკონომიკური სერვისების მიწოდება, მათ შორის ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობა, რომელიც მოემსახურება აფხაზეთიდან იგპ-თა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოსახლეობას. 4.2. სამშვიდობო ინიციატივებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა, სამოქალაქო ინტეგრაცია და დიალოგისაკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება აფხაზეთის მთავრობის წინაშე მნიშვნელოვან გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებილ პირთა - დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვა, სამართლებრივი მხარდაჭერა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, რომლის ეფექტიანი მოგვარება საჭიროებს ისეთი მიზნობრივი პროექტების/ღონისძიებების ინიცირებასა და განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზურ საზოგადოებაში ნდობის აღდგენას, სამშვიდობო პროცესების გააქტიურებას და დევნილი მოქალაქეების საინტეგრაციო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობას. სამშვიდობო პროცესების მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოების, დიასპორის, ადგილობრივი და საერთაშორისო აკადემიური სექტორის ცოდნისა და გამოცდილების მობილიზებას ნდობის აღდგენის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში. პოსტკონფლიქტური ქართულ-აფხაზური საზოგადოების სამშვიდობო უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ტრენინგები, სემინარები, სასწავლო კურსები, ვებინარები, ვორქშოფები, მასტერ-კლასები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, საინფორმაციო კამპანიები, კონკურსები, გამოფენები, დევნილების საჭიროებებზე ორიენტირებული კვლევები, სამოქალაქო ჩართულობის სივრცეები, კულტურული და ინტერკულტურული ღონისძიებები და სხვა.
5. საარქივო ფონდის დაცულობის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის განვითარება, აღწერა, ცენტრალიზებული წესით აღრიცხვა, დაცვა და გამოყენება. დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია, დოკუმენტების მეცნიერულ-ტექნიკური დამუშავება, განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებზე სადაზღვევო და ელექტრონული საარქივო ფონდის შექმნა. 5.1. საარქივო ფონდის დაცვა, შენახვა, გაუმჯობესება საარქივო მასალების სტანდარტების შესაბამისი დაცვა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის განვითარება, აღწერა, ცენტრალიზებული წესით აღრიცხვა, სტანდარტების შესაბამისი დაცვა და გამოყენება. დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია, დოკუმენტების მეცნიერულ-ტექნიკური დამუშავება, განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებზე სადაზღვევო და ელექტრონული საარქივო ფონდის შექმნა, არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მომსახურება. საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოფენის მოწყობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის შევსება დოკუმენტებით მატერიალური სახით, საარქივო ფონდის დოკუმენტების ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება; აფხაზეთის საარქივო ფონდის დოკუმენტების, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა (მათ შორის აფხაზეთის საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების), აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის, აგრეთვე საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლი და ზედამხედველობა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის სრულყოფა, კოორდინაცია, ნორმატიული და მეთოდიკური უზრუნველყოფა; აფხაზეთის საარქივო საქმის განვითარების საკითხებზე პერსპექტიულ-მიზნობრივი პროგრამებისა და მიმდინარე გეგმების შემუშავება. აფხაზეთის ა/რ საარქივო ფონდის ფორმირებისა და დაკომპლექტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გეგმური სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება. საარქივო ფონდის შემქმნელი დაწესებულებების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის. კურსის დანიშნულებაა საარქივო საქმისა და საქმისწარმოების სფეროში მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, საარქივო საქმისა და საქმისწარმოების ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა. აფხაზეთის ა/რ ფონდის დაცულობის, მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა; აფხაზეთის ა/რ სტრუქტურებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, გადამზადება, არქივის სამმართველოში დაცული საარქივო ფონდის დაკუმენტების ელექტრონულ მატარებლებზე გადატანა, დიგიტალიზაცია. ერთიანი ელექტრონული საარქივო ფონდის შექმინისა და ელექტრონული დოკუმენტაციის აფხაზეთის ა/რ არქივის სამმართველოს დაკომპლექტების წყარო-ორგანიზაციებიდან და აფხაზეთის საარქივო ფონდისთვის მიკუთვნებული დოკუმენტების მფლობელი სხვა პირებისგან მიღებული ელექტრონული დოკუმენტების აღწერის, აღრიცხვისა და დაარქივების ავტომატიზებული სისტემის შექმნა.
6. მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა პრიორიტეტის მიზანია მიზნობრივი ჯგუფის (აფხაზეთიდან დევნილები და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები) ჩართულობის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში, კერძოდ: · დასაქმების/თვითდასაქმების ხელშეწყობა; · სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა; · სასოფლო-სამეურნეო სფეროში დახმარება; · პროდუქტიული ეკონომიკური სერვისების მიწოდება; · ეკონომიკური ხასიათის სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებში სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობა, მათ შორის, თანადაფინანსების და გრანტის გზით; · საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილთათვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შემუშავება-განხორციელება; · სპეციფიკური სავაჭრო-ეკონომიკური ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობენ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.
7. დევნილთა განსახლების ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დევნილების მნიშვნელოვანი რაოდენობა განთავსებულია განსახლების ობიექტებზე, რომელთა უმეტესობა საჭიროებს ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებას. ამ მიზნით ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები და ქვეპროგრამები, როგორიცაა: დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა, აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება, ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობა, დევნილთა განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობა, დევნილთა მომსახურების მიზნით ცენტრების მოწყობა.
8. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება კანონშემოქმედებითი საქმიანობის გააქტიურება. აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სახელისუფლებო სტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას, მომავალი აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსისა და კონსტიტუციური საფუძვლების შემუშავებას. მჭიდრო საქმიანი კავშირების დამყარება ქვეყნის საკანონმდებლო და ცენტრალურ აღმასრულებელ სტრუქტურებთან. აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ მსოფლიო საზოგადოებისათვის სწორი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების აღრიცხვა, ამ უფლებების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე. აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების და აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემების გადაწყვეტაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ჩართულობის ხარისხის ამაღლება. შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაში აქტიური მონაწილეობა. რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიის ანექსიის მამხილებელი მასალების მოძიება და პოლიტიკური შეფასება; ობიექტური სინამდვილის გასაჯაროება, სისტემური კონტაქტების უზრუნველყოფა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მეგობარი სახელმწიფოების პოლიტიკური და აკადემიური წრეებისთვის; სამოქალაქო სექტორში მხარდამჭერთა მოძიება, მათი დახმარებით სეპარატისტული რეჟიმის არაღიარების პოლიტიკის გააქტიურება. დეოკუპაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში აქტიური ჩართულობა. 8.1. საკანონმდებლო საქმიანობა საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, კონტროლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე.
9. ფინანსური და არაფინანსური რესურსების მართვა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა ეფექტიანი და გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების მოქნილ მართვას, სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბებას, აგრეთვე სახელმწიფო სახსრების ეკონომიურ და ეფექტიანად ხარჯვაზე მონიტორინგს. დევნილი მოსახლეობისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების გამჭვირვალედ და ეფექტიანად მართვა, მისი სრულყოფილად აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვა. 9.1. ფინანსების, ეკონომიკური პოლიტიკისა და ქონების სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო სისტემის მართვა და საფინანსო -საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირება და სრულყოფა.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველყოფა.დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანად შემუშავება და წარმართვა. ბიუჯეტის ფორმატის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ნორმების დანერგვას და დაცვას.ბუღალტრული აღრიცხვის ახალ საერთაშორისო სტანდარტებზე (IPSAS) დაფუძნებულ შიდა სააღრიცხვო პოლიტიკის შექმნა და შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების მომზადება. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დანერგვა. 9.2. მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორის შემდგომ განვითარება მეწარმეების წარმატებული საქმიანობისათვის საჭიროა პროდუქციის რეალიზაციის მზარდი ბაზრის უზრუნველყოფა. გამოფენა-გაყიდვების, ონლაინ პლატფორმების შესაძლებლობების გამოყენებით. აფხაზეთის ავ/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმეებს დაეხმარება პროდუქციის რეალიზაციაში. განათავსებს და განაახლებს მეწარმეების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას პალატის მიერ შექმნილ ონლაინ ბიზნეს კატალოგში, ხელს შეუწყობს დევნილ მეწარმეთა ჩართულობას სხვადასხვა სახის გამოფენებსა და ფესტივალებში, თავად ჩაატარებს გამოფენა -გაყიდვებს ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში, დაეხმარება დევნილ მეწარმეებს უფრო მეტად აითვისონ ციფრული მარკეტინგი და აიმაღლონ თანამედროვე სამეწარმეო კულტურა. 9.3. აფხაზეთიდან დევნილთა საცხოვრებელ ადგილზე არსებული ქონების აღრიცხვა /იდენტიფიკაცია 1993 წლის 27 სექტემბრამდე ქ. გალში და ქ. ოჩამჩირეში მცხოვრები და ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი, დევნილის სტატუსით მოსარგებლე პირებისათვის/ოჯახებისთვის პროექტის ფარგლებში განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ქ. გალში და ქ. ოჩამჩირეში მდებარე სახლების ბინების იდენტიფიცირება და გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემების პროგრამაში (GIS) ტოპოგრაფიულ რუკაზე დატანა.
10. აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა ინსტიტუციური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ორგანოს გამართული ფუნქციონირება. 10.1. მთავრობის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების პირობების შექმნა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება; მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი და ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა; მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის განხორციელება. „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ - დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება. აფხაზეთის პრობლემატიკის სათანადო წარმოჩენა ადგილობრივ და საერთაშორისო |
მუხლი 14.
ახალი ინიციატივები |
ლარებში
თავი VІ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 45550000 ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
თავი VII მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 16.
სარეზერვო ფონდი |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დასაფინანსებლად.
სარეზერვო ფონდიდან თანხებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხების ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. |
მუხლი 17.
თანამდებობრივი სარგოები, ფულადი ჯილდო, დანამატები და დახმარებები |
1. უფლება მიეცეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს და მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე წარმომადგენლობების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო უმაღლეს საბჭოსთან არსებული ორგანიზაციები – უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს აგრეთვე ცვლილებები დამტკიცებულ საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად უცვლელი რჩება საშტატო რიცხოვნება, თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები. 3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა, მათდამი დაქვემდებარებული ან/და მათ მიერ დაფუძნებული ან/და მათ მიმართ ანგარიშვალდებული/კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოებისა და რიცხოვნობის განსაზღვრამდე, რეკომენდაციის მიღების მიზნით, მიმართონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. 4. 2026 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე ფულადი ჯილდოს, კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 18.
წლის განმავლობაში მიღებული ფულადი გრანტები და მიზნობრივი დაფინანსება |
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვა და ხარჯვა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 19.
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა |
აღნიშნული ფონდიდან ხორციელდება წინა წლების სახელფასო და სხვა კრედიტორული დავალიანებების, კომპენსაციების და სასამართლო გადაწყვეტილებათა საფუძველზე წარმოქმნილი ვალდებულებებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის დაფინანსება, რომლის განკარგვა განხორციელდება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დავალიანების დასაფარავად. წინა წლების დავალიანებების დაფარვისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან თანხების გამოყოფის მიზნით სამინისტროებმა და უწყებებმა 2026 წლის განმავლობაში უზრუნველყონ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ახალი დავალიანებების წარმოშობა, რაზედაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას, დაწესებულებას. |
მუხლი 20.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების დამტკიცება |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების განსახორციელებელ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წინამდებარე ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ პროგრამებს/ქვეპროგრამებს ამტკიცებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით.
თავი VIII დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 21.
კანონის ამოქმედება |
1. კანონი ძალაშია 2026 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის (№19-რს, ვებგვერდი, 26/12/2024, სარეგისტრაციო კოდი №190020020.30.060.016091). |
19 დეკემბერი 2025 წ. ქ. თბილისი N22-ს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები