„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 აპრილის N 6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 აპრილის N 6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016475
29
23/12/2025
ვებგვერდი, 24/12/2025
010250050.35.136.016475
„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 აპრილის N 6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

                 2025 წლის 23 დეკემბერი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 აპრილის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 აპრილის №6 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 28/04/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.136.016452) დანართის მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერას ახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერენარ ბოლქვაძე