დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1339-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.102957 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი: „71. პროცესუუნარო პირი − ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო არ აქვს უნარი, შეასრულოს ისეთი საპროცესო მოქმედება, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა ჩატარდეს.“. 2. 167-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხაობის გამო პროცესუუნარო გახდა.“. 3. 191-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31−35 ნაწილები: „31. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხაობის გამო პროცესუუნარო გახდა, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში განსაზღვრავს მსჯავრდებულის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმრთელებამდე მოთავსებას, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გრძელდება. 32. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა და ამის გამო პროცესუუნარო გახდა, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოსამართლე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მკურნალობის ჩატარების მიზნით საქმის არსებით განხილვას არ იწყებს 3 თვე ან აჩერებს 3 თვით. 33. მოსამართლე ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას წყვეტს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლეს დასაბუთებული განჩინება გამოაქვს. სასამართლო ამ განჩინებას უგზავნის მხარეებს, აგრეთვე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული. აღნიშნულ განჩინებაში მოსამართლე ასევე უთითებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელსა და გვარს, მის საპროცესო მდგომარეობას, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულების დასახელებას, რომელშიც ეს პირი თავსდება. 34. მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ერთჯერადად, გამოტანიდან 48 საათში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 48 საათისა, ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივ ეგზავნება მხარეებსა და გასაჩივრებული განჩინების გამომტან მოსამართლეს. 35. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება/განახლდება, თუ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოტანილი დასკვნის საფუძველზე (შეფასების შედეგად) დადგინდება, რომ ბრალდებული ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოტანილ განჩინებაში მითითებულ ვადაში პროცესუნარიანი გახდა, ან გასულია ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებულ განჩინებაში მითითებული ვადა.“. 4. 205-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 ნაწილები: „31. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის ვადის დინება არ შეჩერდება, თუ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის ინიციატივით, ამ კოდექსის 191-ე მუხლის 32 ნაწილით დადგენილი წესით არ დაწყებულა ან შეჩერდა. 32. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის ვადის დინება შეჩერდება, თუ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაცვის მხარის ინიციატივით, ამ კოდექსის 191-ე მუხლის 32 ნაწილით დადგენილი წესით არ დაწყებულა ან შეჩერდა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1339-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები