„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1340-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 470080000.05.001.102967
1340-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 23/12/2025
470080000.05.001.102967
„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 235) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-9 პუნქტები:

„5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის ფსიქიატრიული მკურნალობა ტარდება ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.

6. ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია ვალდებულია პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ თვეში ერთხელ შეაფასოს, არის თუ არა ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 71 ნაწილით გათვალისწინებული პროცესუუნარო პირი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი სტაციონარში თავსდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 33 ნაწილით განსაზღვრულ განჩინებაში მითითებული ვადით, რომლის ათვლა მისი სტაციონარში მოთავსების მომენტიდან იწყება. პირი უნდა მოთავსდეს მხოლოდ იმ სტაციონარში, რომელიც უზრუნველყოფილია სპეციალური დაცვით და რომელშიც დანერგილია რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა. რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

8. ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მკურნალი ექიმი ვალდებულია მიმართოს ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალურ კომისიას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოტანისთვის, თუ პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საფუძველს იძლევა.

9. თუ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია მორიგი ან ვადამდელი შეფასების შედეგად გამოიტანს დასკვნას, რომ ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებულ პაციენტს აქვს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მონაწილეობის უნარი, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სასამართლოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1340-IVმს-XIმპ