დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 ივლისის No9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016643 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 ივლისის №9 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 02/07/2025, 010250050.35.166.016631) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. საბჭოს სტრუქტურა და ფორმირება 1. საბჭოს ხელმძღვანელობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან, მისი დავალებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 2. საბჭო შედგება 15 წევრისგან და მის შემადგენლობას შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.“ 2. დებულების მე-6 მუხლის („საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი“) შემდგომ მოცემული მე-5 მუხლი („საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა“), ჩასწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „მუხლი 7. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები