დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1329-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.05.001.102943 |
|
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი: „ჩ) სააგენტოს ამზომველი – ამ მუხლის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც სააგენტოშია დასაქმებული და აწარმოებს ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ და საკადასტრო სამუშაოებს, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს.“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“−„ბ3“ ქვეპუნქტები: „ბ1) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოება; ბ2) კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდება; ბ3) ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა;“; ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. სააგენტოს მიერ ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოების, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდების, აგრეთვე ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით.“. მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2026 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოების, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდების, აგრეთვე ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის პირობების „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციაში ასახვა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1329-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები