„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.168.016436
16
24/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
010260030.35.168.016436
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2025 წლის 24 დეკემბერი

ქ. სიღნაღი

 

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს   ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის №21 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 18/04/2018 წ., 010260030.35.168.016255)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პირველი მუხლის „ს“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული  სარიტუალო მომსახურება;“.

2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ერთჯერად 800 (რვა ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ პირველი და მეორე შვილი, ხოლო ტყუპით პირველი და მეორე მშობიარობის შემთხვევაში – ყველა ბავშვი, 200 ლარს კი – უნაღდო ანგარიშსწორებით  ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით, ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის შესაძენად.  ბენეფიციარის  დაფინანსების შემთხვევაში შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულება წარმოადგენს  ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის  ბენეფიციარზე გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდება თანხის გადარიცხვა შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან შესაბამისი ანგარიშფაქტურის გათვალისწინებით. ქვეპროგრამით  სარგებლობა შესაძლებელია, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს.“.

3. 51 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია, ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილების მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, რაც დამოკიდებულია ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკურ  მდგომარეობაზე. დახმარების  მიმღები  ოჯახი  რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 65 000-ის ჩათვლით (დახმარებით ვერ ისარგებლებენ ოჯახები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს აღნიშნული პროგრამით 2025 წელს).“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.“.

5. მე-14 მუხლის: 
ა) მე-9  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ბავშვთა  დღის  ცენტრებისათვის, ბავშვთა და ხანდაზმულთა სპეციალიზებული დაწესებულებისათვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის  გაიცემა  დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს  500 (ხუთასი)  ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-11 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მზრუნველობამოკლებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმულთა სპეციალიზებული დაწესებულებით უზრუნველყოფის ყოველთვიური თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.“.

6. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. თანხა გაიცემა 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით.“.

7. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი ) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2026 წლის 1 იანვრიდან.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი