„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 550
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.025444
550
18/12/2025
ვებგვერდი, 19/12/2025
300310000.10.003.025444
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №550

2025 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-17 მუხლის პირველ პუნქტს „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე/ესკიზური ნახაზის წერილობითი დადასტურების წარმოებისას  −  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო (შემდგომში − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო). ამ შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტის/ესკიზის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან შეუთანხმებლობა წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის/წერილობითი დასტურის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.“.

2. 32-ე მუხლის პირველ პუნქტს „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების შესახებ დოკუმენტაციას, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.“.

3. 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ – „დ“ და „ვ“ – „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია:

გ.ა) განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ;

გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.გ) განცხადებას ასევე უნდა დაერთოს:

გ.გ.ა) შენობა-ნაგებობის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;

გ.გ.ბ) „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი, ხოლო თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული  შენობის  სასარგებლო  ფართობი  აღემატება  50 მ2-ს და შენობა ამავდროულად არ ექცევა 331 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ გამონაკლისებში, მაშინ ესკიზური ნახაზის ნაცვლად განცხადებას უნდა დაერთოს  არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა/პროექტი, ასევე 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნაც. თუ  ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობის სასარგებლო ფართობი აღემატება  50 მ2-ს  და  შენობა  ამავდროულად  ექცევა  331  მუხლის  მე-2  ან/და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ გამონაკლისებში, მაშინ სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი დასაბუთება;

შენიშვნა: სასარგებლო ფართობი განმარტებული უნდა იქნეს „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საზოგადოებრივ  ადგილებში  გარე  ვაჭრობისათვის  განკუთვნილი  3 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში უნდა დაერთოს განცხადებას:

ვ.ა) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;

ვ.ბ) „შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.“.

4. 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების შესახებ დოკუმენტაციას საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.“.

მუხლი 2
1. 2026 წლის 1 ივლისამდე შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების შესახებ საქართველოს მთავრობის სათანადო დადგენილებით განსაზღვრული  მოთხოვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა.

2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს ამავე დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი წესით.

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე