„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 549
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.025443
549
18/12/2025
ვებგვერდი, 19/12/2025
300310000.10.003.025443
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №549

2025 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული  და  სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 3 სექტემბრის №952-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა   და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“:

1. 31 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:

მუხლი 32. შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებული ესთეტიკური მახასიათებლების მქონე არქიტექტურული პროექტის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართული ადმინისტრაციული ორგანო

1. არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებული არქიტექტურული პროექტი საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან (შემდგომში − სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ასევე ვრცელდება მშენებლობის შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებულ არქიტექტურულ ესკიზზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვეებში სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან შეუთანხმებლობა წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის შეტყობინების გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. არქიტექტურული ესკიზის (მათ შორის, I კლასის შენობა-ნაგებობის) შემუშავებისას დაცული უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლები, საქართველოს მთავრობის სათანადო დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“.

3. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების შესახებ დოკუმენტაციას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის სათანადო დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;“.

მუხლი 2
1. 2026 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობის სათანადო დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესითა და პირობებით დადგენილი მოთხოვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა.

2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს ამავე დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი წესით.

 

მუხლი 3
1.  დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე