„საქართველოს ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ"

  • Word
„საქართველოს ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 835
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.009.378
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
835
22/09/2006
430.030.000.22.022.009.378
„საქართველოს ზოგიერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/08/2018 - 13/07/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.009.378

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 835

2006 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ზოგიერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 55-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტების, ,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის №205 საჯარო სკოლის ლიკვიდაცია.

2. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რუსთავის სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა საჯარო სკოლის ლიკვიდაცია.

3. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თელავის №10 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – თელავის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

4. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მესტიის №3 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – მესტიის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

5. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზუგდიდის №19 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ზუგდიდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

6. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დუშეთის რაიონის სოფ. პირმისაანთკარის საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – დუშეთის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

7. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლაგოდეხის №4 საჯარო სკოლა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – ლაგოდეხის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად.

8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია