დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1342-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.05.001.102925 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. აღნიშნული ნორმატიული აქტით სამსახურში მიღების წესი, სამსახურში მიღებისთვის დადგენილი შეზღუდვები და სამსახურის მოხელის კადრების განკარგულებაში აყვანა შეიძლება ამ კანონისგან ან/და სხვა შესაბამისი აქტისგან (აქტებისგან) განსხვავებულად განისაზღვროს.“. 2. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატები სამსახურში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში (შემდგომ − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია) ან სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადიან სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში ან სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის მომზადება, გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამსახურის სათანადო უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი: „მუხლი 291. სამსახურის კადრების მომზადება 1. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ახორციელებს სამაგისტრო პროგრამას, სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, აგრეთვე სათანადო სასწავლო პროგრამას ან კურსს, რომელთა მიზანია პირის მიერ სამსახურში ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა უწყებაში/ორგანიზაციაში (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით. 2. სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით დაუწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები. 3. სამსახურის მოსამსახურეებთან ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები სამსახურის შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით შეიძლება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს. 4. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში მიღებისას სტუდენტის მიერ სპეციალური შემოწმების გავლის, მისი სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების, აგრეთვე მის მიერ სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებით სარგებლობის, სხვა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების წესს ადგენს სამსახურის უფროსი. 5. სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას. 6. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გათვალისწინებულისგან განსხვავებული სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები. 7. სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ფუნქციები, მოვალეობები და საქმიანობის წესი სამსახურის შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით შეიძლება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს.“. მუხლი 2. ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შეიძლება აჭარბებდეს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის დადგენილ საშტატო რიცხოვნობას იმ პირობით, რომ არ გაიზრდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1342-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები