დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კერძო შემსყიდველის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 30 ივლისის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040090000.57.069.016223 |
|
„კერძო შემსყიდველის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 30 ივლისის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კერძო შემსყიდველის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 30 ივლისის №8 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2018, 040090000.57.069.016142) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „კერძო შემსყიდველის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესისა და პირობების“:
1. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კერძო შესყიდვის გამოცხადებისთვის კერძო შემსყიდველი იხდის საფასურს 100 ლარის ოდენობით, კერძო შესყიდვის პირობების გამოქვეყნების მომენტში, საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. კერძო შესყიდვის პირობების გამოქვეყნდება კერძო შესყიდვის გამოცხადების საფასურის გადახდისთანავე.“. 2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კერძო შესყიდვაში წინადადების წარდგენისთვის მიმწოდებელი იხდის წინადადების წარდგენის საფასურს 100 ლარის ოდენობით, საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები