დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.57.069.016224 |
|
„სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს №3 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 22.08.2019, 040170050.57.069.016151) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების“:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესის მიზნებისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრებია: ა) საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში – 140 000 ევროს ეკვივალენტი ლარში, შესყიდვის გამოცხადების დღისთვის/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით; ბ) სამუშაოს შემთხვევაში – 5 404 000 ევროს ეკვივალენტი ლარში, შესყიდვის გამოცხადების დღისთვის/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სისტემაში შექმნილ გამოქვეყნების/შეთანხმების მოდულში გამოქვეყნების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ კონკრეტული შესყიდვისას საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები