დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1272-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.05.001.102954 |
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 50-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, მინისტრის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.“. 2. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანება 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 20 000 (ოცი ათასი) ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 10 000 (ათი ათასი) ლარი. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამინისტრო უზრუნველყოფს ამ პოლიციელის სამინისტროს სისტემაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებებისა და განათლების შესაბამის სხვა თანამდებობაზე დასაქმებას. 3. პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი: „მუხლი 511. სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომლის დროსაც სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროების შემთხვევაში − მის ტრანსპორტირებასთან, მისი მოვლის უზრუნველყოფასა და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის/სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით და ის 1 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით/ვადით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების დროს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს აუნაზღაურდება ფულადი სარგო და დანამატი. 2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, შეიძლება მიეცეს 4 თვის ვადით და ის დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების დროს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს აუნაზღაურდება ფულადი სარგო და დანამატი. 3. ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს: ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ოჯახის წევრზე; ბ) შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე. 4. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის, შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებული/დათხოვნილი პირის ჯანმრთელობის დაცვასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან, მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების წესთან, დაფინანსების მეთოდოლოგიასთან, მატერიალური დახმარების გაცემასა და მისი მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრასთან, მის მიერ სამედიცინო დახმარების გაწევის მოთხოვნასა და ამ მოთხოვნის განხილვის წესთან დაკავშირებული საკითხები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1272-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები