დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №549 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 545 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.025439 |
|
„მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №549 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №549 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2018, 240110000.10.003.020865) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „მოთხოვნებში გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სურსათზე და ცხოველის საკვებზე, რომელიც ავტორიზებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის სურსათის/ცხოველის საკვების მარეგულირებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ და შეყვანილია ევროკავშირის გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეესტრში: https://food.ec.europa.eu/plants/genetically-modified-organisms/gmo-register_en, ავტორიზაცია გაიცემა ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების გარეშე, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების მარეგულირებელი სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს მიერ ავტორიზებული სურსათისა და ცხოველის საკვების ავტორიზაცია ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები