„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1323-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 450130010.05.001.102932
1323-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 18/12/2025
450130010.05.001.102932
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.04.2013, სარეგისტრაციო კოდი: 450130010.05.001.016970) მე-15 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნების საკითხს წყვეტს სამინისტრო. აღნიშნულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმები.

2. სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს და მის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს მინისტრი.

3. სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1323-IVმს-XIმპ