„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1321-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.102934
1321-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 18/12/2025
010100000.05.001.102934
„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 18.04.2007, მუხ. 116);

ბ) „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 443).

მუხლი 2

1. 2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.

2. 2026 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას სალიკვიდაციო კომისია და განსაზღვროს მისი შემადგენლობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები.

4. სალიკვიდაციო კომისიამ უზრუნველყოს შესაბამისი უწყების/უწყებების განსაზღვრა, რომელსაც/რომლებსაც გადაეცემა/გადაეცემათ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საბალანსო მონაცემების მიხედვით არსებული აქტივები, მიმდინარე ვალდებულებები და კუთვნილი სამსახურებრივი დოკუმენტაცია (სათანადო საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტები).

5. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის (პროგრამული კოდი − 44 00) ასიგნებების ფარგლებში დარჩენილი სახსრების განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

6. ამ კანონის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებულ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცეთ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

7. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი უწყებების წარდგინებით, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, სათანადო ნორმატიული აქტების მიღება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-5−მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-5−მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1321-IVმს-XIმპ