„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1277-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 140080000.05.001.102940
1277-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 19/12/2025
140080000.05.001.102940
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურეები − სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხული პირები, რომლებიც სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით;

გ) კადრის მოსამსახურეები − სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხული პირები, რომლებიც სამსახურს გადიან საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდებით;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ჩათვლით, ხოლო კადრის სამსახურში – არაუმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და რომელიც პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამსახურში მიიღოს და მის პირად შემადგენლობაში ჩარიცხოს პირი ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) პირზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით;

ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან განთავისუფლებულ თანამშრომელზე სამსახურში აღდგენის შემთხვევაში;

გ) პირზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით მიღების შემთხვევაში, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის სამსახურში (კადრის მოსამსახურეთა შემადგენლობაში) ირიცხება და თანამდებობაზე ინიშნება სამსახურის უფროსის ბრძანების, ხოლო საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში (საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა შემადგენლობაში) − კონტრაქტისა და სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ხელშეკრულებით იქნენ მიწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1277-IVმს-XIმპ