„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1301-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.102969
1301-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 23/12/2025
040030000.05.001.102969
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.03.2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.018374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ი.ა“ და „ი.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ზედამხედველი მოსამართლისთვის მიწოდების, აღნიშნულ ბრძანებათა გამიჯვნისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნის შესაძლებლობას;

ი.ბ) ზედამხედველი მოსამართლის მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 144 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეჩერებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1436 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ზედამხედველი მოსამართლისთვის ავტომატურად მიწოდებას, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას, მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედების ლოგირების მონაცემების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნას;“;

გ) „ლ.ა“ და „ლ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ.ა) მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის ავტომატურად მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის – ყველა სხვა განხორციელებული აქტივობის ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას;

ლ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლისა და მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების გამოთხოვის თაობაზე ლოგირების მონაცემების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას;“;

დ) „ო.ა“ და „ო.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული ინფრასტრუქტურისთვის მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის – ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ყველა სხვა ინიციირებული ბრძანების ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას;

ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას.“.

2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის ორგანიზების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან ზედამხედველ მოსამართლეს.“.

3. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონტროლი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკონტროლებს სააგენტოს მიერ განხორციელებულ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს იმავე მუხლით დადგენილი წესითა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1301-IVმს-XIმპ