დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1319-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060000.04.001.018165 |
|
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.04.001.016256) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო წოდების ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ დანაშაულის ჩადენისას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1319-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები