„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1295-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 170000000.05.001.102971
1295-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 23/12/2025
170000000.05.001.102971
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ციფრული მმართველობის სააგენტოს ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესახებ ელექტრონულ სანოტარო რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერების საფუძველზე აწვდის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული გარიგებების თაობაზე ინფორმაციას (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა) სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადასაცემად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1295-IVმს-XIმპ