„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1297-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.102981
1297-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 23/12/2025
010320000.05.001.102981
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) პირველი მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „გ“ და „გ3“−„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული:

ა) პირის მიერ ამ კანონის ან/და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ყველა დანამატის, ფულადი ჯილდოს და სხვა დამატებითი ანაზღაურების ოდენობაზე ვრცელდება ამ კანონის 26-ე–28-ე მუხლებით დადგენილი ზღვრული ოდენობები, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შემთხვევებისა, როდესაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) პირისთვის სახელფასო დანამატი შეიძლება დამატებით გაიცეს ამ კანონის 28-ე მუხლით დადგენილი ფულადი ჯილდოს ზღვრული ოდენობის ფარგლებში იმ პირობით, რომ შესაბამისი პირის მიერ მიღებული სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო ჯამურად ამ კანონის 26-ე და 28-ე მუხლებით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ გადააჭარბებს.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „გ“ და „გ3“−„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი იკავებს მოხელის თანამდებობას, მას საკლასო დანამატი (მოხელის კლასის არსებობის შემთხვევაში) მიეცემა ამ კანონის მე-10 მუხლის ცხრილის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1297-IVმს-XIმპ