„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 11/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016778
43
11/12/2025
ვებგვერდი, 15/12/2025
010220020.16.009.016778
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №43

2025 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 29/12/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016430) დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულები

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებასა და ყოველდღიურ საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის აპარატი.

2. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულია დეპარტამენტი.

3. კომისიის აპარატში იქმნება შემდეგი დეპარტამენტები:

ა) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი;

ბ) ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი;

გ) წყალმომარაგების დეპარტამენტი;

დ) ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი;

ე) მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი;

ვ) იურიდიული დეპარტამენტი;

ზ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

თ) დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტი;

ი) ბაზრის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

კ) მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;

ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

მ) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;

ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ო) ქონების მართვის დეპარტამენტი;

პ) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი;

ჟ) კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი.

4. დეპარტამენტში შეიძლება შეიქმნას ერთი ან რამდენიმე ერთეული – სამმართველო.

5. კომისიის საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით კომისიის აპარატში შეიძლება შეიქმნას საექსპერტო-ანალიტიკური ჯგუფი.“;

ბ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო სამმართველოს – სამმართველოს უფროსი.

2. კომისიის აპარატის დეპარტამენტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და/ან მოადგილე/მოადგილეები.

3. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების სრულფასოვანი განხორციელების მიზნით, ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულების, კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებათა შესაბამისად;

ბ) პასუხისმგებელია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე;

გ) განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული საშტატო ერთეულის ფუნქციებსა და მოვალეობებს. თუ სტრუქტურული ერთეულის ფარგლებში შექმნილია ერთი ან რამდენიმე სამმართველო, უზრუნველყოფს მათ კოორდინირებულ საქმიანობას და განსაზღვრავს მათში შემავალი საშტატო ერთეულების ფუნქციებსა და მოვალეობებს;

დ) ამზადებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, ასევე, კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის დავალებით – სხვა ნებისმიერ ანგარიშს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებებს;

ვ) ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის და/ან მოადგილის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასაქმებული.“;

გ) მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე