დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 121 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.017650 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1006 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016499) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
ა) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ბადრაგირების მთავარი სამმართველო: ა1.ა) საქმისწარმოების განყოფილება;“; ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამმართველო: ბ.ა) შეიარაღების განყოფილება; ბ.ბ) იურიდიული ჯგუფი; ბ.გ) საქმისწარმოების ჯგუფი; ბ.დ) საორგანიზაციო ჯგუფი; ბ.ე) ლოჯისტიკის ჯგუფი;“; ბ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91 ბადრაგირების მთავარი სამმართველო: ა) შეიმუშავებს და ახორციელებს დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების გეგმებს; ბ) უზრუნველყოფს ქ. თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შემავალ იზოლატორებში მოთავსებულ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა ბადრაგირებას საგამოძიებო მოქმედების განხორციელების, სასამართლო სხდომაში მონაწილეობის, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, სამედიცინო მომსახურების მიღების, ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში მონაწილეობის მიზნითა და სხვა გარემოებების არსებობისას; გ) უზრუნველყოფს დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოებას; დ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბადრაგირების განხორციელებისას, უზრუნველყოფს დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზედაპირულ შემოწმებასა და დათვალიერებას, პირად გასინჯვას, ნივთების გასინჯვას, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს გაქცეულ დაკავებულთა/პატიმრობაშეფარდებულთა დევნას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან; ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“; გ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10 ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამმართველო: ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ბ) ორგანიზებასა და კონტროლს უწევს დეპარტამენტის საქმისწარმოებას; გ) ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და სპეციალური საშუალებების მიმაგრებას, მიღება-გაცემას, მოვლა-შენახვას და მისი მუდმივი საბრძოლო მდგომარეობის მზადყოფნისათვის სამუშაოებს; დ) ორგანიზებას უწევს იზოლატორების შესაბამისი ინვენტარითა და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებებით მომარაგებას; ე) იზოლატორებში ჩასატარებელი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესახებ წარმართავს ურთიერთობას სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან; ვ) აღრიცხავს და აანალიზებს დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს; ზ) წარმართავს ურთიერთობას სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურების, სადაზღვევო, სატელეფონო მომსახურებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების თაობაზე; თ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან; ი) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით თანამშრომლობს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან; კ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“; დ) მე-5 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი V დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა მუხლი 15 1. მთავარ სამმართველოს/სამმართველოს/სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/სამსახურის უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავარ სამმართველოზე/სამმართველოზე/სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე. 3. მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/სამსახურის საქმიანობას და წყვეტს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას; გ) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; დ) დეპარტამენტის დირექტორს/დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე; ე) ახორციელებს მთავარ სამმართველოში/სამმართველოში/სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებს. 4. რეგიონული სამმართველოს/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს უფროსი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობებისა, ასევე: ა) აკონტროლებს დაქვემდებარებული იზოლატორების საქმიანობას, აგრეთვე შეიმუშავებს წინადადებებს იზოლატორების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით; ბ) 24 საათის განმავლობაში ატყობინებს დეპარტამენტის მონიტორინგისა და ცენტრალური მართვის სამმართველოს დაქვემდებარებულ იზოლატორებში „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით დამტკიცებული იზოლატორების ტიპური დებულების მე-7 მუხლის „ი.ა“–„ი.რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების წარმოშობის შესახებ; გ) დაუყოვნებლივ ატყობინებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამმართველოს დაქვემდებარებულ იზოლატორებში „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებით დამტკიცებული იზოლატორების ტიპური დებულების მე-7 მუხლის „ი.ა“–„ი.რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების წარმოშობის შესახებ; დ) პერიოდულად ისმენს დაქვემდებარებული იზოლატორების მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; ე) უზრუნველყოფს იზოლატორების ტექნიკური და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლს; ვ) ამტკიცებს დაქვემდებარებული იზოლატორების მოსამსახურეების ცვლებში მორიგეობის გრაფიკებს და დეპარტამენტის დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს იზოლატორის ცვლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მოსამსახურეთა სიას; ზ) აკონტროლებს დაქვემდებარებულ იზოლატორში სტატისტიკის წარმოებას. მუხლი 16 1. ბადრაგირების მთავარი სამმართველოს, ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამმართველოს და სამედიცინო მომსახურების სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავარ სამმართველოზე/სამმართველოზე/სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/სამსახურის უფროსის წინაშე. 3. მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მთავარ სამმართველოში/სამმართველოში/სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; დ) ანაწილებს მთავარ სამმართველოში/სამმართველოში/სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას სამსახურის მოსამსახურეთა შორის; ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე დეპარტამენტის დირექტორისა და მთავარი სამმართველოს/სამმართველოს/სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
1. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების 91 მუხლით გათვალისწინებული ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების, ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამსახურეების დანიშვნისთვის, ასევე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა 2026 წლის 1 აპრილამდე.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული დებულების 91 მუხლით გათვალისწინებული ბადრაგირების მთავარი სამმართველო ამავე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების აღსრულებას უზრუნველყოფს 2026 წლის 1 აპრილიდან.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები