შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შპს „ლაუ“ №3511)

შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შპს „ლაუ“ №3511)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს „კონსალტინგ გრუპს“
მიღების თარიღი 11/12/2025
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2025
სარეგისტრაციო კოდი
0
11/12/2025
ვებგვერდი, 12/12/2025
შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შპს „ლაუ“ №3511)
შპს „კონსალტინგ გრუპს“

 

 საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

 საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 3511

სპეციალისტი:  შპს „კონსალტინგ გრუპს“  ს/კ 404483536

დირექტორი:   ნინო არაბიძე

მისამართი:    ქ. თბილისი, ვ. პეტრიაშვილის № 10

ელ. ფოსტა:   auction@cgg.ge

საბანკო ანგარიში:   GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს პაშა ბანკი საქართველო ს/ნ 404433671

მესაკუთრე: შპს „ლაუ“, პირადი № 406279913; დირექტორი: ლაურა ღაჭავა, 01017003216

იპოთეკის რეკვიზიტები: ქალაქი თბილისი, ქუჩა ერეკლე II №11 (ნაკ. №45/12), საკადასტრო კოდი: 01.18.03.045.012

აუქციონის ჩატარების დრო: 24/12/2025 წლის 16:00 საათიდან 26/12/2025 წლის 11:00 საათამდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი auction.livo.ge

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 2409245.92 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა: არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების, მდებარე ქალაქი თბილისი, ქუჩა ერეკლე II № 11 (ნაკ. №45/12), საგანი: №1 საერთო ფართით 323.49 კვ.მ. (I სართული ფართით:87.77კვ.მ; II სართული 116.40 კვ.მ; სარდაფი 119.32 კვ.მ.);

გარდამავალი უფლებები: დიახ, უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ვალდებულება: ხელშეკრულება (ქონების იჯარით გადაცემის შესახებ), დამოწმების თარიღი: 07/05/2025, ვადა: 10 წელი;

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) Auction.livo.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა პერსონალური ბალანსის მეშვეობით. მომხმარებელს პერსონალურ ბალანსზე თანხის შეტანა შეუძლია ვებგვერდზე მითითებულ კომპანიის ანგარიშზე: ა) ნებისმიერი ბანკის მეშვეობით, სპეციალური დანიშნულების მითითებით; ბ) საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხვით; გ) ვებგვერდზე პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანით;

გ) იმ შემთხევაში, თუ აუქციონზე საწყისი ფასი არის 100 000 ლარამდე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება – 100 ლარის ოდენობით; 100 000 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით – 500 ლარის ოდენობით; ხოლო, 500 000 ლარზე მეტის შემთხვევაში  1000 ლარის ოდენობით; აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 7 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი“;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ“;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის (ქონების) სტატუსი რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეოს, მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ასეთ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

სპეციალისტი:  შპს „კონსალტინგ გრუპს“, ს/კ 404483536

დირექტორი    ნინო არაბიძე