დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 11/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.017649 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/04/2019, 040030000.22.034.016857) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-9 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 141 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ − „ბ4“ ქვეპუნქტები: „ბ1) დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების სწრაფი რეაგირების ძალებით უზრუნველყოფას და როგორც დეპარტამენტის, ისე სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებების უზრუნველყოფას; ბ2) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებების დაკავებას ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობას; ბ3) ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას; ბ4) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან ერთად მძევლად აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებს;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) საბრძოლო მომზადების მიზნით სწავლების ჩატარებას;“. 5. მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-17 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დეპარტამენტის/სამინისტროს სხვა დანაყოფის, ასევე შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სხვა უწყების მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურებას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 11 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები