დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ჯებროკერსი სადაზღვევო საბროკერო კომპანია“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06/2-რ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 09/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის უფროსის №06/2-რ
2025 წლის 9 დეკემბერი
ქ.თბილისი
შპს „ჯებროკერსი სადაზღვევო საბროკერო კომპანიას“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე წესის მე-7 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შპს „ჯებროკერსი სადაზღვევო საბროკერო კომპანია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402338779) რეგისტრირებულ იქნეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 012065.
2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ და დაუყოვნებლივ გადაეცეს შპს „ჯებროკერსი სადაზღვევო საბროკერო კომპანიას“.
3. შპს „ჯებროკერსი სადაზღვევო საბროკერო კომპანიას“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები