დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 127 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.026.017414 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 20 თებერვლის №22 ბრძანებით (ვებგვერდი, 20/02/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.017306) დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
,,მუხლი 151. ადმინისტრაციის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხო კომუნიკაციების, პოლიტიკისა და აკრედიტაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები); ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა); გ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ენების სპეციალობა). 2. სამუშაო გამოცდილება თავდაცვის, უსაფრთხოების, სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში – 2 წელი. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 დეკემბრის №610 დადგენილება; ვ) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის №345 დადგენილება; ზ) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №161 დადგენილება; თ) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აპრილის №168 დადგენილება; ი) „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №264 დადგენილება; კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე. 5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, ასევე კომპიუტერული, საოფისე ტექნიკისა და ქსელური სისტემების კარგად ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები