„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1196-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 360090000.05.001.102892
1196-IVმს-XIმპ
10/12/2025
ვებგვერდი, 15/12/2025
360090000.05.001.102892
„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.020968) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 69-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:

ა) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს ნიმუშების აღების წესი;

ბ) ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი;

გ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის შესახებ;

დ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის რადიაციული უსაფრთხოების ნორმები და ძირითადი მოთხოვნების ტექნიკური რეგლამენტი;

ე) ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ეროვნული გეგმის ტექნიკური რეგლამენტი;

ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესები;

ზ) მონიტორინგის განხორციელების წესის ტექნიკური რეგლამენტი;

თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასურის ოდენობები.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:

ა) უკონტროლო (უპატრონო) რადიოაქტიური წყაროების მოძიებისა და მარეგულირებელი კონტროლის აღდგენის წესი;

ბ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების დაცვის სტრატეგია;

გ) რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიებისა და საგნების ზედაპირის დეკონტამინაციის განხორციელების წესი;

დ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისიის განხორციელების წესი;

ე) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში კვალიფიკაციისა და ტრენინგების მიმართ მოთხოვნები;

ვ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში სერტიფიცირების პროცედურები;

ზ) გარანტიების შეთანხმების დამატებითი ოქმის მოთხოვნების განხორციელების წესის ტექნიკური რეგლამენტი;

თ) იმპორტირებული სამედიცინო დანიშნულების რადიოფარმპრეპარატების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი;

ი) ვეტერინარიაში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი.“.

2. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 70. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიები

ავტორიზებული პირი, რომლის ბირთვული და რადიაციული საქმიანობაც ამ კანონის შესაბამისად რეგისტრაციას ექვემდებარება, ვალდებულია მარეგულირებელ ორგანოს 2027 წლის 1 მაისამდე წარუდგინოს განაცხადი რეგისტრაციის თაობაზე.“.  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

10 დეკემბერი 2025 წ.

N1196-IVმს-XIმპ