თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1216-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 120000000.05.001.102890
1216-IVმს-XIმპ
10/12/2025
ვებგვერდი, 15/12/2025
120000000.05.001.102890
თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. თავდაცვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) 70-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილება, მისი შექმნისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე სამედიცინო შემოწმების (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) ორგანიზებისა და ჩატარების წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირისთვის (წვევამდელისთვის) ჩატარებული დამატებითი სამედიცინო გამოკვლევა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოები ფინანსდება მხარჯავი დაწესებულების − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

10 დეკემბერი 2025 წ.

N1216-IVმს-XIმპ