დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1194-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340000000.05.001.102906 |
|
„სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.06.2024, სარეგისტრაციო კოდი: 340000000.05.001.102284) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის: ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ა.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) 2026 წლის 1 ივლისამდე − მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა;“; დ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) 2028 წლის 1 იანვრამდე − დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება.“. 2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის: ა) მე-10 მუხლი (გარდა მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა), მე-13 მუხლი (გარდა პირველი პუნქტისა, მე-2 პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტებისა და მე-3 და მე-4 პუნქტებისა) და მე-14 და მე-15 მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან; ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „გ“−„ე“ ქვეპუნქტები და მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 10 დეკემბერი 2025 წ. N1194-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები