დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1154-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280080020.05.001.102900 |
|
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 280080020.05.001.020008) დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების მოპოვება 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეიტანება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამის დაწესებულებებს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან. |
თბილისი, 9 დეკემბერი 2025 წ. N1154-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები