„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1156-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.102898
1156-IVმს-XIმპ
09/12/2025
ვებგვერდი, 15/12/2025
470000000.05.001.102898
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

„მუხლი 301. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა

1. სამინისტრო ახორციელებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირებას, რომელშიც შეიტანება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი მონაცემები.

2. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამის დაწესებულებებს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

9 დეკემბერი 2025 წ.

N1156-IVმს-XIმპ