„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.140.016578
21
09/12/2025
ვებგვერდი, 10/12/2025
010250040.35.140.016578
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2025 წლის 9 დეკემბერი

დაბა ასპინძა

„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,17/07/2014; ს/კოდი: 010250040.35.140.016095) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს დაემატოს 351 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 351

2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნა

2029 წლის არჩევნებში არჩეული ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ,  საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნან სხვა ფრაქცია, თუ ისინი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატები, ან თუ ისინი დატოვებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრდებიან სხვა პოლიტიკურ პარტიაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 30 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე