„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 317
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017959
317
09/12/2025
ვებგვერდი, 10/12/2025
200090000.22.033.017959
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №317

2025 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე-5 სვეტში აისახება შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია. კერძოდ, რეზიდენტი ფიზიკური პირები – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, რომელთა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი იბეგრება 5%-ით, „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტში და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტში დასაქმებული ფიზიკური პირები, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 20%-ით ან 5%-ით, ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133​3 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით; სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირები; სხვა ფიზიკური პირები, მ.შ. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირები, რომელთა მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან გატანილი თანხა, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა იბეგრება 5 პროცენტით; რეზიდენტი ორგანიზაციები; არარეზიდენტები – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები; ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; საწარმოს, ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან თანხის გამტანი უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები, რომლებიც მონაწილეობენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში;“.

2. 401 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეკლარაციის III ნაწილის მეორე სვეტში აისახება მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით (მათ შორის, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს მიერ შესაბამისი სტატუსის მინიჭებამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება), გარდა „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე სუბიექტისა, შესაბამისი მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა და მოგების გადასახადი, ხოლო მესამე სვეტში - მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 5%-იანი ან 10%-იანი განაკვეთით (მიუხედავად მოგების ფორმირების საანგარიშო პერიოდისა), შესაბამისი მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა და მოგების გადასახადი. დეკლარაციის III ნაწილის მესამე სვეტში აისახება აგრეთვე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინოვაციური სტარტაპის და ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც იბეგრება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთით. ამასთან, ამავე ნაწილის:“;

ბ) 68 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 69 პუნქტი:

„6​ 9. დეკლარაციის III ნაწილის დანართი 1 7 წარმოადგენს ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხის კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობით შესამცირებელი თანხის გათვალისწინებით, მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის გაანგარიშების ფორმას და ივსება სვეტების დასახელების შესაბამისად. კერძოდ:

ა) პირველ სვეტში მიეთითება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას;

ბ) მე-2 სვეტში მიეთითება მათ შორის, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგებიდან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას;

გ) მე-3 სვეტში მიეთითება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობა, რომლის გაწევის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა;

დ) მე-4 სვეტში მიეთითება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობიდან ხარჯების ის ოდენობა, რომლითაც  წინა საანგარიშო პერიოდებში შემცირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა;

ე) მე-5 სვეტში მიეთითება  ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობიდან ხარჯების ის ოდენობა, რომლითაც  მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მცირდება  მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა (სვ.3-სვ.4);

ვ) მე-6 სვეტში მიეთითება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა  კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების თანხის შემცირების შემდგომ, რომელიც წარმოადგენს პირველ და მე-2 სვეტებს შორის სხვაობას, თუ მე-5 სვეტში ასახული თანხის ოდენობა მეტია ან ტოლია მე-2 სვეტში ასახულ თანხის ოდენობაზე, ან პირველ და მე-5 სვეტებს შორის სხვაობას, თუ მე-5 სვეტში ასახული თანხის ოდენობა ნაკლებია მე-2 სვეტში ასახულ თანხის ოდენობაზე. აღნიშნული თანხა აისახება დეკლარაციის III ნაწილის 16.1 სტრიქონის მესამე სვეტში.“.

3.  დანართი № II-086-ის:

ა) I ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) III ნაწილის „დანართი 16-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის  „დანართი 17.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი