„ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 536
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025429
536
08/12/2025
ვებგვერდი, 08/12/2025
300160070.10.003.025429
„ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №536

2025 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2014, 300160070.10.003.017672) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ 69-ე მუხლის:

1. მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტექნიკური მომსახურების სამუშაოები კონტროლირებადი კალენდარული დროით:

ბ.ა) 1 წელი ან ნაკლები – 10% ან 1 თვე, რომელიც არის უფრო ნაკლები;

ბ.ბ) 1 წლიდან 3 წლამდე – 2 თვე;

ბ.გ) 3 წელზე მეტი – 3 თვე;

ბ.დ) საჰაერო ხომალდის მწარმოებლის მიერ დადგენილი ან რეკომენდებული პერიოდით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა;“.

2. მე-13 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. ტექნიკური მომსახურების ინტერვალის ნებადართული ცვლილების თანხმობა გაიცემა, თუ ექსპლუატანტი აწარმოებს საჰაერო ხომალდის  შესაბამისი  ტიპის  საიმედოობის  პროგრამას,  ამ  მუხლის  მე-5  და მე-6 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.“.

3. მე-14 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ტექნიკური მომსახურების იმ სამუშაოების სიას (ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაოები), რომელსაც ეხება ეს ცვლილება, ასევე ამ სამუშაოების შეფასებისა და ანალიზის დეტალურ აღწერას;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის მიერ დადგენილი რისკების შეფასების ანგარიშს;

ი) საჰაერო ხომალდის მწარმოებლის თანხმობას (No Technical Objection) ტექნიკური მომსახურების ინტერვალის ნებადართულ ცვლილებაზე, შესაბამისი ინსტრუქციებით, ასეთი ინსტრუქციების არსებობის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე