„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1142-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 200020000.05.001.102886
1142-IVმს-XIმპ
09/12/2025
ვებგვერდი, 12/12/2025
200020000.05.001.102886
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 200020000.05.001.016788) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ35“ ქვეპუნქტი:

„ჰ35) ჭკვიანი მარშრუტიზაცია − საბარათე ინსტრუმენტით გადახდის ოპერაციისთვის ყველაზე ოპტიმალური, ნაკლებად ხარჯიანი ან/და მომხმარებლის (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) მიერ არჩეული გადახდის არხის დინამიკური შერჩევის მეთოდი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: გადახდის ოპერაციის ღირებულება (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის გადასახდელი საკომისიო, სხვა გადასახდელი საკომისიო, გადახდის ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელი სხვა ხარჯი), გადახდის ოპერაციის დამუშავების სიჩქარე, ქსელის ხელმისაწვდომობა ან/და გადახდის სისტემა/მეთოდი, რომელსაც მომხმარებელი (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტი) უპირატესობას ანიჭებს.“.

2. 51 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საგადახდო სისტემა და სისტემის ოპერატორი ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან/ვალდებულია საგადახდო სისტემის ფუნქციონირების დონეზე უზრუნველყონ/უზრუნველყოს ტექნიკური მხარდაჭერა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ამ კანონის 201 მუხლის 131 და 13პუნქტებით გათვალისწინებული  ვალდებულების შესრულების მიზნით.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გადახდის ოპერაციის განხორციელება საგადახდო ინსტრუმენტის მეშვეობით, მათ შორის, პირდაპირი დებეტის (მათ შორის, ერთჯერადი დავალების), საკრედიტო გადარიცხვის (მუდმივი დავალების ჩათვლით), საგადახდო ბარათის ან სხვა ელექტრონული საშუალების, მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ უსაფრთხოდ დაკავშირებული საგადახდო ანგარიშის გამოყენებით, საგადახდო მომსახურების მომხმარებლის საკუთარი ფულადი სახსრების ან მისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო რესურსის ფარგლებში;“.

4. 201 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მიმღებს არ აქვთ უფლება, უარი განაცხადონ საგადახდო ინსტრუმენტის მიღებაზე ემიტენტის ან/და მომხმარებლის მიხედვით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და საგადახდო ინსტრუმენტის სპეციფიკიდან, ფინანსური სტაბილურობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის ან უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 და 132 პუნქტები:

„131. კონკურენციის ხელშეწყობის, საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) უფლების − აირჩიოს მისთვის სასურველი გადახდის სისტემა/მეთოდი − დაცვის მიზნით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ჭკვიანი მარშრუტიზაციის განმახორციელებელი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციის დამუშავების მოთხოვნისთანავე  ხელმისაწვდომი გახადოს და მიაწოდოს მას ჭკვიანი მარშრუტიზაციის მხარდამჭერი მექანიზმები იმგვარად, რომ არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა, მათ შორის, გადახდის ოპერაციის შესრულების დროის, პრიორიტეტულობის ან საკომისიოების თვალსაზრისით, მის მიერ გადახდის ოპერაციის დამუშავებასა და ჭკვიანი მარშრუტიზაციის განმახორციელებელი საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან მიღებული გადახდის ოპერაციის დამუშავებას შორის.

132. საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჭკვიანი მარშრუტიზაციის განხორციელების პროცესი იყოს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული, ამასთანავე, ამ კრიტერიუმების დარღვევით არ ანიჭებდეს უპირატესობას რომელიმე გადახდის ქსელს, სისტემას ან მომსახურებას. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შეიმუშაოს ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტი და ის შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის განხილვის, აგრეთვე ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის, მონიტორინგისა და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ტექნიკური, პროცედურული და სხვა მოთხოვნები.“.

5. 222 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გადამხდელსა და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს გადახდის ოპერაციის ინიციირებისას მიაწოდოს ან ხელმისაწვდომი გახადოს შესაბამისი საგადახდო ანგარიშის ნომრის, ნაშთისა და ვალუტის შესახებ ინფორმაცია და გადახდის ინიციირებისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადახდის ინიციირების მომსახურების განხორციელებისა და საგადახდო დავალების გაცემისთვის იმგვარად, რომ მომხმარებელმა გადახდის ინიციირების მომსახურება დაუბრკოლებლად მიიღოს, აგრეთვე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისგან საგადახდო დავალების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახადოს ან მიაწოდოს მას გადახდის ოპერაციის ინიციირების შესახებ ინფორმაცია და გადახდის ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული, მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია;

გ) არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით მიღებულ საგადახდო დავალებასა და მის მიერ უშუალოდ გადამხდელისგან მიღებულ საგადახდო დავალებას შორის, მათ შორის, საგადახდო დავალების ინიციირებისა და შესრულებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების ან/და საგადახდო დავალების შესრულების დროის, პრიორიტეტულობის ან საკომისიოების თვალსაზრისით, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გამონაკლისებისა;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ერთგვაროვნად გამოიყენოს ამ კანონის 221 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გამონაკლისები როგორც გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით მიღებული საგადახდო დავალებების, ისე მის მიერ უშუალოდ გადამხდელისგან მიღებული საგადახდო დავალებების მიმართ. ამასთანავე, ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს გადამხდელის მიერ გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის საშუალებით იმ რეკვიზიტების რეგისტრირება, რომლებიც ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის უშუალოდ ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან აღნიშნული გამონაკლისებით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად.“. 

6. 411 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საჩივრის შესახებ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს საჩივარში აღნიშნულ ყველა საკითხს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებლის საჩივარი განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება მის მიერ საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს აცნობოს დაგვიანების დასაბუთებული მიზეზი, აგრეთვე საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების საერთო/მთლიანი ვადა. საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების საერთო/მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს საჩივრის მიღებიდან 35 სამუშაო დღეს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საჩივარში აღნიშნულ ყველა საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელს აცნობოს დაუყოვნებლივ, მომხმარებლის მიერ არჩეული ფორმით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით).“.

7. 412 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადახდო მომსახურების მომხმარებელ ფიზიკურ პირს, ხოლო მომხმარებელ იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნს − იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ კრიტერიუმებს, უფლება აქვთ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წინააღმდეგ საჩივრით მიმართონ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომ − კომისია) მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის წარდგენილი საჩივრის დადგენილ ვადაში დაუკმაყოფილებლობის (მათ შორის, პასუხის გაუცემლობის) ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებელი უფლებამოსილია კომისიას მიმართოს, თუ საჩივრით გათვალისწინებული დავის საგნის ღირებულება 100 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 100 000 ლარის ეკვივალენტს არ აღემატება. მომხმარებელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს კომისიისთვის მიმართვის გარეშე.“.

8. 414 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისიის წევრების შრომის ანაზღაურება ფინანსდება საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან. კომისიის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის (ასეთი დაზღვევის არსებობის შემთხვევაში) საფასური საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისთვის მოქმედი პირობებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თანადაფინანსების მოცულობის შესაბამისად ასევე ფინანსდება საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან. კომისიას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

9. 419 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისიის გადაწყვეტილება მხარეებს ეგზავნებათ ელექტრონულად ან/და, შესაბამისი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მატერიალურად. კომისიის გადაწყვეტილების მხარისთვის ელექტრონულად გაგზავნის შემთხვევაში იგი ჩაბარებულად მიიჩნევა გაგზავნის დღეს. თუ კომისიის გადაწყვეტილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება მატერიალურად ან ელექტრონულად გაგზავნის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული გადაწყვეტილების საჯაროდ გავრცელების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებით და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პრინციპის გათვალისწინებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 სამუშაო დღეს.“.

მუხლი 2

1. 2028 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 411 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მომხმარებლის საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა შეადგენს, შესაბამისად, არაუმეტეს 20 და 55 სამუშაო დღეს.

2. 2026 წლის 1 აპრილამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის განხილვის, აგრეთვე ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის, მონიტორინგისა და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 201 მუხლის 132 პუნქტში აღნიშნული ტექნიკური, პროცედურული და სხვა მოთხოვნები.

3. 2026 წლის 1 აპრილამდე საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა საქართველოს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 201 მუხლის 132 პუნქტით განსაზღვრული ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტი.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

9 დეკემბერი 2025 წ.

N1142-IVმს-XIმპ