დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ საქმიანობების/ფუნქციების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებში“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 28 ოქტომბრის №482 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 534 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.10.003.025428 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, „იმ საქმიანობების/ფუნქციების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებში“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 28 ოქტომბრის №482 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/10/2025, 010320050.10.003.025376) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-20 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განისაზღვროს საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში (შემდგომში − საჯარო დაწესებულებები) „ის საქმიანობები/ფუნქციები, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო დაწესებულებებში“ თანდართული სახით.“. 2. დადგენილების დანართით განსაზღვრული საქმიანობების/ ფუნქციების („ის საქმიანობები/ფუნქციები, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო დაწესებულებებში“): ა) მე-4 პუნქტს („ფიზიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სფერო“) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების სპეციალისტი (GIS) − სივრცითი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; საინფორმაციო სისტემების შექმნა და მართვა: სპეციალიზებული GIS ბაზების შექმნა, ინტერნეტპორტალებისა და ვებ-GIS პლატფორმების განვითარება; ვიზუალური მასალის: რუკების, ინფოგრაფიკებისა და მოდელების მომზადება; საერთაშორისო პლატფორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; სივრცითი დაგეგმვის პროცესებში მონაწილეობა.“; ბ) მე-10 პუნქტის („სამედიცინო სფერო“): ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ექიმი − უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა, მათ შორის: პაციენტის მიღება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება, საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების გეგმის შემუშავება; ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად კლინიკური მასალის/სისხლის აღება და ლაბორატორიული კვლევების კვალიფიციური შესრულება, ორგანიზმის სხვადასხვა სისტემისა და ქსოვილების ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მიზნით; დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება, დადგენილი გაიდლაინებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით; პაციენტისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა; პაციენტის ინფორმირება დიაგნოზთან, საჭირო პროცედურებსა და მკურნალობის სქემასთან დაკავშირებით; მიღებულ პაციენტთა შემდგომი მეთვალყურეობა; პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება/სტაბილიზაცია; ნებისმიერი ტრავმის დროს მდგომარეობის შეფასება, პირველადი დახმარება, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში გადაყვანა; პირველადი კარდიოლოგიური დახმარება, კარდიოგრამის გადაღება-გაშიფვრა, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება (ბინიდან კლინიკაში, საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება, კლინიკიდან კლინიკაში ტრასპორტირება), მანიპულაციების გაკეთება ბინაზე (ინექცია ვენასა და კუნთში, სატურაციის კონტროლი, სისხლში გლიკემიის განსაზღვრა), ჭრილობის დამუშავება, ნახვევის დადება-შეცვლა; სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სხვა; ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული სხვადასხვა დარგის ექიმ-სპეციალისტის მონაწილეობა სამედიცინო ექსპერტიზაში მისი სპეციალობის შესაბამისად და, კომპეტენციის ფარგლებში, ექსპერტიზის წინაშე დასმული საექიმო საკითხების გადასაწყვეტად; სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, კლინიკური დირექტორისა და მათი მოადგილის მიერ იმავე ან/და სხვა სამედიცინო დაწესებულებაში საექიმო საქმიანობის განხორციელება;“; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) ფიზიკური თერაპევტი/ოკუპაციური თერაპევტი − ექიმი-რეაბილიტოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე დანიშნული და დაგეგმილი პროცედურების შესრულება; პაციენტისთვის ფიზიკური და ფუნქციური შესაძლებლობების განსაზღვრა სხვადასხვა გარემო პირობებში; პაციენტისთვის ინდივიდუალური სამკურნალო/სავარჯიშო პროგრამის შედგენა; ექიმ-რეაბილიტოლოგთან ერთად რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგის შეფასება და რეკომენდაციის გაცემა; სხვადასხვა ინტეგრირებული სპორტული სახეობის მხარდაჭერა სამკურნალო/სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიმართულებით; პაციენტისთვის ინდივიდუალური, ადაპტირებული გარემო პირობების შექმნის რეკომენდაციის გაცემა;“; ბ.გ) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.დ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) სამედიცინო დაწესებულების სოციალური მუშაკი − პაციენტის სოციალური ანამნეზის შეგროვება, საჭიროებების განსაზღვრა, სოციალური მუშაობის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება პაციენტის უშუალო მონაწილეობით; პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვის უფლებების შესახებ, მისი კონსულტირება და მხარდაჭერა მკურნალობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით; პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვა, მისი დაყოლიება და დახმარება შესაბამის სამედიცინო პროცედურებზე, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და რეაბილიტაცია; სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.“; გ) მე-11 პუნქტის („საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერო“) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფერო (ეპიდემიოლოგი, ვეტერინარი, ვეტერინარი ეპიდემიოლოგი, ინფექციონისტი, კლინიკური პარაზიტოლოგი, ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი, ერთიანი ჯანმრთელობის სპეციალისტი, ზოოლოგი, ბიოლოგი, სტატისტიკოსი, ბიოსტატისტიკოსი, ორნითოლოგი, ქიროპეტროლოგი, ენტომოლოგი, გეოგრაფი, კარტოგრაფი, გარემოს სპეციალისტი) − ადამიანებში, ველურ და შინაურ ცხოველებში, ფრინველებში გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების შესწავლა, კონტროლი, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მართვა, რისკების შეფასება, პროფილაქტიკის გზების, ქმედებების, ინტეგრირებული მიდგომების, საველე სამუშაოების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი; სტატისტიკური, ანალიტიკური, სივრცობრივი ანალიტიკა/ვიზუალიზაცია; აკადემიური, სამეცნიერო და საჯარო სამსახურების სხვა დარგის ექსპერტული შეფასებების კოორდინაცია, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნების შესაბამისად; გარემოს ფაქტორების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესწავლა და რისკების შეფასება; სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი, ეპიდზედამხედველობისა და ეპიდკონტროლის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;“; დ) მე-12 პუნქტის („სოციალური კეთილდღეობის სფერო“): დ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული პირი − წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის საქმიანობის ფორმით განხორციელება;“; დ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი − შრომის სამართლის ან დაკავშირებულ სფეროებში ექსპერტული ცოდნის მქონე პირის მიერ, კოლექტიური შრომითი დავების მხარეთა შემათანხმებელ პროცედურებში (მედიაცია) უშუალო მონაწილეობა და წარმართვა.“; ე) მე-13 პუნტის („განათლების სფერო“) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) ლოგოპედი/კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი − სპეციალური მეთოდების საშუალებით მეტყველების ნაკლის გამოსწორება; კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სირთულეებისა და დარღვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ინტერვენციის გეგმის შედგენა/განხორციელება; კონსულტირება, ინკლუზიური პრაქტიკის ხელშეწყობა;“; ვ) მე-20 პუნქტის („პროფესიული და ტექნიკური სფერო“): ვ.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მძღოლი/კურიერი/ფელდეგერი − ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა; წერილობითი კორესპონდენციის, დოკუმენტებისა და ამანათების დროული და უსაფრთხო გადატანა/მიწოდება, წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციების გათვალისწინებით; მიღებული დოკუმენტებისა და ამანათების აღწერა, დარეგისტრირება, საჭიროების შემთხვევაში, დანართების გადამოწმება; მიწოდების მარშრუტისა და განრიგის დაგეგმვა; მიღება-ჩაბარების აქტების, გადაცემის ფორმებისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტების შევსების უზრუნველყოფა;“; ვ.ბ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ − „ტ“ ქვეპუნქტები: „ჟ) დურგალი, ზეინკალი − ხის, მეტალისა და დამხმარე მასალების შერჩევა, მომზადება და დაჭრა საჭირო ზომებზე; ტექნიკური ნახაზების, ესკიზებისა და სქემების შესაბამისად, ხისა და მეტალის კონსტრუქციების დამზადება, აწყობა და მონტაჟი, ხელისა და ელექტროინსტრუმენტების, ასევე სტაციონარული დანადგარების გამოყენებით; აგრეგატებისა და მოწყობილობების დათვალიერება, დიაგნოსტიკა და დეფექტაცია; დანადგარების მოვლა-შენახვისა და მათი გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სამუშაოების განხორციელება; დაზიანებული ხის ან მეტალის ნაწარმის დემონტაჟი, შეკეთება, აღდგენა/დამუშავება; რ) აღმრიცხველი − მრიცხველის ჩვენებების აღება; ქვითრებისა და საჭიო დოკუმენტაციის დარიგება, დარიცხული თანხის ამოღება; აბონენტებისათვის სასმელი წყლის შეწყვეტა-მიწოდება; უკანონო/აღურიცხავი მომხმარებლის გამოვლენა; დაზიანებული მრიცხველების გამოვლენა და აღწერა; აღრიცხვის კვანძების სააბონენტო გადალუქვა და შესაბამისი აქტის შედგენა; ს) დისპეტჩერი − საკომუნიკაციო სისტემების გამოყენებით, რესურსების, პერსონალის ან სერვისების მოძრაობის კოორდინაცია და მართვა; შემოსული მოთხოვნების მიღება; პრიორიტეტების განსაზღვრა; განრიგის განახლება, პროცესის მონიტორინგი; ტ) მნე − შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის ყოველდღიური მოვლა; საერთო სივრცეების (კაბინეტები, დერეფნები, დარბაზები, ეზო) მოწესრიგების უზრუნველყოფა; მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება; სამეურნეო და საოფისე ინვენტარის აღრიცხვა და მოწესრიგება; რაოდენობრივი მარაგების (მათ შორის: სამეურნეო-საკანცელარიო, კვების, თეთრეულის, რბილი და მაგარი ინვენტარის) კონტროლი და შევსების უზრუნველყოფა; სხვადასხვა ღონისძიებისათვის სამუშაო სივრცის მომზადება; დასუფთავების/კვებისა და სხვა ტექნიკური პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია; ხანძარსაწინააღმდეგო, ევაკუაციისა და სხვა უსაფრთხოების საკითხებზე დაკვირვება და პრობლემების შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველყოფა; კომუნალურ და სხვა გარე მომსახურებებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;“; ზ) 24-ე პუნქტის („საწარმოო ინჟინერიის სფერო“) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე პუნქტი: „ 25. ტრანსპორტის სფერო ა) სატრანსპორტო მოძრაობის მართვისა და ორგანიზების სპეციალისტი − საზოგადოებრივი და სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხო და გრაფიკით გათვალისწინებული გადაადგილების ორგანიზება და ცენტრალიზებული მართვა; მარშრუტების დაგეგმვა, სატრანსპორტო საშუალებების მიღება-გაგზავნის, მანევრირებისა და ნაკადების კონტროლი; მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისა და მატარებელთა სადგურში/სერვისცენტრში გავლის უსაფრთხოების კონტროლი; სატრანსპორტო საშუალებების საგზურის ფურცლებისა და თანმხლები დოკუმენტაციის დამუშავება, მარშრუტების მომზადება, მოძრაობის გრაფიკის შესრულების უზრუნველყოფა, მართვის მონიტორზე მოძრავი შემადგენლობების გადაადგილების, შუქნიშნების ჩვენებებისა და ისრების გამართულად მუშაობის თვალყურის დევნება; საგანგებო სიტუაციების, ინციდენტებისა და ტექნიკური შეფერხებების ოპერატიული მართვა, კომუნიკაცია მძღოლებთან/მემანქანეებთან და შესაბამისი ზომების მიღება უსაფრთხოების ნორმების დაცვით; ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების დაგეგმვა/ორგანიზება; საზოგადოებრივი და სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემების, კერძოდ, სიგნალიზაციის ცენტრალიზაციისა და ბლოკირებისა და კავშირგაბმულობის ფუნქციონირების მონიტორინგი, მათი ტექნოლოგიურ-პროფილაქტიკური პროცესის კონტროლი, სისტემის ან მისი ცალკეული მოწყობილობის დაზიანებისას ტექნიკური პერსონალის მუშაობის კოორდინაცია და ოპერატიული ტექნიკური დახმარების აღმოჩენა; მატარებელთა განფორმირება-ფორმირების ოპერაციების ხელმძღვანელობა; სადგურის მისაღებ-გასაგზავნი პარკის ლიანდაგებში ვაგონების დამაგრებისათვის განკარგულების გაცემა; მატარებლის შეხვედრა-გაცილების უზრუნველყოფა; სატრანსპორტო ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება; ბ) საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის სპეციალისტი − სატრანსპორტო საშუალებების გასვლა-დაბრუნების დროის აღრიცხვა, მისი ექსპლუატაციაში გაშვებამდე შემოწმება და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის ორგანიზება/კოორდინაცია; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (ლიანდაგები, გვირაბები, ნაგებობები), მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური სისტემების (მათ შორის, მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის ინტერვალური რეგულირების სისტემების: სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების, მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის სისტემის, დისპეტჩერული ცენტრალიზაციის სისტემის, სიჩქარის ავტომატური რეგულირების სისტემის, კავშირგაბმულობის სისტემების) გამართული ფუნქციონირებისთვის საინჟინრო მართვაში მონაწილეობა, ხარვეზების მიზეზების გამოსწორებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში მონაწილეობის მიღება; ავარიულ-აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა წარმოშობილი ავარიის სრულ ლიკვიდაციამდე; ტექნიკური დათვალიერების, გეგმურ-პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და ხარისხის კონტროლი; ციფრული რადიოსამატარებლო კავშირის მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება, მათი გამართული და შეუფერხებელი მუშაობა; დანადგარებისა და ხელსაწყოების გამართულობის, უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და ინვენტარის შენარჩუნების უზრუნველყოფა; მოწყობილობების მდგომარეობის შემოწმება, ტექნიკური დოკუმენტაციის, სქემებისა და ნახაზების ანალიზი; უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; გ) მოძრავი შემადგენლობისა და ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკოს-შემკეთებელი − მოძრავი შემადგენლობის (ვაგონები, მატარებლები), მექანიკური კვანძების, აგრეგატების, ესკალატორებისა და სხვა ტექნიკური მოწყობილობების (მათ შორის, სასიგნალო სისტემებისა და გენერატორების) დიაგნოსტიკა, მომსახურება და შეკეთება; დეფექტების გამოვლენა, დაზიანებული დეტალების შეცვლა/აღდგენა, საპოხი და საწმენდი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა, ტექნიკური ნორმების დარღვევის ან დაზიანებათა აღმოჩენის შემთხვევაში, საჭირო რეგულირების ან დაზიანებული დეტალების შეცვლის უზრუნველყოფა; სიგნალიზაციის ცენტრალიზაციისა და ბლოკირების მოწყობილობების რელეური, ელექტრონული და მიკროპროცესორული ტექნიკის მომსახურება და უწესივრო ბლოკების შეცვლა, მოწყობილობების მოქმედების შემოწმება, დათვალიერება, პარამეტრებისა და მახასიათებლების გაზომვა და მათი ნორმაში მოყვანა, რეგულირება, მონტაჟი; ავარიულ-აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა და, ტექნიკური ნორმების შესაბამისად, დანადგარების მუშა მდგომარეობაში მოყვანა; ესკალატორის არმირებული სახელურის მეურნეობის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, ტექნიკური პირობების შესაბამისად, ესკალატორის არმირებული სახელურებისა და მათი სავულკანიზაციო დანადგარის მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების შესრულება; დ) მგზავრთა და ტვირთების გადაყვანის/გადაზიდვის მომსახურების სპეციალისტი − მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების მეთვალყურეობა და უზრუნველყოფა, ნაკადების მართვა და სამგზავრო/სატვირთო დოკუმენტაციის ადმინისტრირება; ასპ-ებისა (ავტომატური საკონტროლო პუნქტების) და ესკალატორების მუშაობაზე თვალყურის დევნება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღება, სამგზავრო ბილეთების/ბარათებისა და ტვირთის საბუთების გაფორმება/შემოწმება, ფულადი ანგარიშსწორება; სადგურებსა და სატრანსპორტო საშუალებებში წესრიგისა და მოქმედი რეგულაციების დაცვის კონტროლი; განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარება და საგანგებო სიტუაციებში (მაგ., ესკალატორის გაჩერება) მგზავრთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა; მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისა და ბარგის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის კონტროლი; ტრანსპორტის მომზადება − ტექნიკური გამართულობის, ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება/კონტროლი; სატვირთო და გადასაზიდი საბუთების შედგენა, გატარება, შენახვა და ანგარიშის წარმოება; ტვირთების გადაზიდვის დავალების მიხედვით, დატვირთვის რაოდენობის აღრიცხვა; განსაკუთრებული კატეგორიის ტვირთებით დატვირთული ვაგონების მომსახურება; სავაგონო ფარეხის ანგარიშისა და ვაგონთა მოცდენის ანგარიშის წარმოება; სადგურში მიღებული და გასაგზავნი ვაგონების, კონტეინერების კომერციული შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება; ავტომატური საკონტროლო პუნქტების გამართული, შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, ტექნოლოგიური პროცესით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, ავტომატური საკონტროლო პუნქტების დაზიანებული ბლოკების შეცვლა; ე) სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ოპერატორი − სპეციალური დანიშნულების ამწე მექანიზმებისა და ტექნიკის მართვა/ოპერირება; ტვირთების, ვაგონების, კვანძების ან/და პერსონალის (შახტში) უსაფრთხო აწევა-დაშვება და ტრანსპორტირება; ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვით, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები