დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017648 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, 140130000.22.034.016557) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების (დანართი №1) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი სპეციალური მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იზოლატორში მოთავსებულ იმ პირთათვის, რომლებსაც აქვთ ან იზოლატორში დაუდგინდებათ ოპიოიდებზე დამოკიდებულების დიაგნოზი;“. 2. ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის (დანართი №2): ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების საკნებში ერთად მოთავსების შესახებ.“; ბ) მე-9 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაზე (შემდგომ − ჩანაცვლებითი პროგრამა) გაყვანისას/გადაყვანისას;“; ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ჩანაცვლებით პროგრამაზე გაყვანის შემთხვევისა, ხდება მისი უშუალო დამკავებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე უშუალო დამკავებელი ორგანოს ან/და საჭიროების შემთხვევაში უშუალო დამკავებელი ორგანოს მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.“; გ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნით იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია იზოლატორის სამორიგეო ოთახებში, დეესკალაციის ოთახებში, საგამოძიებო ოთახებში, იმ ოთახებში, სადაც ხორციელდება პირადი დათვალიერება ან/და პირველადი სამედიცინო შემოწმება, ჩანაცვლებითი პროგრამის განმახორციელებელ პუნქტსა და მასთან დაკავშირებულ დერეფნებში, ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნებისთვის საანალიზო სითხის (შარდის) ასაღებ სივრცეში, დერეფნებში, სადაც განთავსებულია საკნები, აგრეთვე, საკნებში. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებამ არ უნდა ჩაანაცვლოს იზოლატორის მოსამსახურის მიერ მოთავსებულ პირთა შემოწმება და მათთან უშუალო კონტაქტის დამყარება. იზოლატორში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს იზოლატორში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. აკრძალულია ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება საკანში არსებულ დახურული/იზოლირებული ტიპის საპირფარეშოში. იმ შემთხვევაში, თუ საკანი აღჭურვილია ღია ტიპის საპირფარეშოთი, ვიდეომეთვალყურეობა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ვიდეომეთვალყურეობის კამერის ხედვის არე არ მოიცავდეს ტუალეტის ნიჟარას. ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნებისთვის საანალიზო სითხის (შარდის) ასაღებ სივრცეში დასაშვებია ვიდეომეთვალყურეობის ხედვის არე მოიცავდეს ტუალეტის ნიჟარას. დაუშვებელია იზოლატორის ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობასთან ერთად აუდიომონიტორინგის განხორციელება (გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა). იზოლატორის ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების შემთხვევაში იზოლატორის უფროსი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.“; დ) მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი: „მუხლი 161. ხელმისაწვდომობა ჩანაცვლებით მკურნალობაზე 1. ჩანაცვლებითი პროგრამით გათვალისწინებული ჩამანაცვლებელი პრეპარატით დეტოქსიკაცია ხორციელდება: ა) ქ. თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შემავალ დროებითი მოთავსების იზოლატორებში (სამმართველო) მოთავსებულ პირთათვის − ქ. თბილისის №2 დროებითი მოთავსების იზოლატორში (სამმართველო); ბ) რეგიონული სამმართველოების სტრუქტურაში შემავალ დროებითი მოთავსების იზოლატორებში (განყოფილება) მოთავსებულ პირთათვის − ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ შესაბამისი დაწესებულებაში. 2. მოთავსებული პირი, რომელიც იზოლატორში მოთავსებისას სარგებლობს სამოქალაქო სექტორში არსებული ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით, ჩანაცვლებითი თერაპიის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით გააგრძელებს ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილეობას. 3. იმ მოთავსებული პირის, რომელიც მოთავსების დროისთვის არ სარგებლობს სამოქალაქო სექტორში არსებული ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით, ჩანაცვლებით პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს შპს – ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში შექმნილი სამედიცინო-საკონსულტაციო კომისია. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, ჩანაცვლებით პროგრამაში ჩასართავ/ჩართულ პირთა ქ. თბილისის №2 დროებითი მოთავსების იზოლატორის (სამმართველო) ტერიტორიაზე არსებულ შესაბამის პუნქტში გაყვანას/გადაყვანას უზრუნველყოფს იზოლატორის უფლებამოსილი მოსამსახურე, დამკავებელი დანაყოფი ან შესაბამისი იზოლატორის ტერიტორიასთან ახლოს მდებარე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი რაიონული ან საქალაქო დანაყოფი. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პირთა შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. მოთავსებული პირის მიმართ ჩანაცვლებითი პროგრამით მკურნალობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ე) მე-18 მუხლის: ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნებისმიერი პირი, გარდა იზოლატორის მოსამსახურისა და ამ მუხლის 21 და 23 პუნქტებით, ასევე ამ შინაგანაწესის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა, იზოლატორში შესასვლელად საჭიროებს ნებართვას, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.“; ე.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21–23 პუნქტები: „21. ქ. თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შემავალ იზოლატორებში მოთავსებული შესაბამისი პირების ჩანაცვლებით პროგრამაში ჩართვის/მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ქ. თბილისის №2 დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლის მიზნით, სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე წერილობით მიმართვას წარუდგენს ამავე იზოლატორის უფროსს. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული პირების ქ. თბილისის №2 დროებითი მოთავსების იზოლატორში (სამმართველო) შესვლისა და გასვლის აღრიცხვის მიზნით, იზოლატორის უფლებამოსილი მოსამსახურე ავსებს იზოლატორში ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში ჩასართავი/მონაწილე პირების აღრიცხვის ჟურნალს (შინაგანაწესის დანართი №3). აღნიშნული მონაცემები ინახება 3 წლის ვადით. 23. ჩანაცვლებითი პროგრამის განმახორციელებელი შესაბამისი პირი ქ. თბილისის №2 დროებითი მოთავსების იზოლატორში (სამმართველო) დაიშვება იზოლატორის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით .“; ვ) 23-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) მისი მოთხოვნის შემთხვევაში ჩაერთოს ჩანაცვლებით პროგრამაში;“. 3. შინაგანაწესს დაემატოს დანართი №3 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 10 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები