დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 05/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016777 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, 23-ე, 29-ე, 30-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 8.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს ცვლილება და 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასური (დროებითი ტარიფი) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“: ა) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დაშვების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე; ბ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე დაშვების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე; გ) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიისთვის საფასური - 0 (ნული) ლარი/მგვტ.სთ – 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე; დ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიისთვის საფასური - 0 (ნული) ლარი/მგვტ.სთ – 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე; ე) ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დამატებითი პორტფელის მომსახურების საფასური - 0 (ნული) ლარი/წელი – 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე; ვ) ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე დამატებითი პორტფელის მომსახურების საფასური – 0 (ნული) ლარი/წელი – 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები