სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ სახარბედიოს 1-ლი ქუჩის , 1-ლი ქუჩის I შესახვევს და 1 -ლი ქუჩის I,II ,III, IV, V ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე

სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ სახარბედიოს 1-ლი ქუჩის , 1-ლი ქუჩის I შესახვევს და 1 -ლი ქუჩის I,II ,III, IV, V ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი გ-41. 41253292
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016032
გ-41. 41253292
25/11/2025
ვებგვერდი, 04/12/2025
000000000.00.108.016032
სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ სახარბედიოს 1-ლი ქუჩის , 1-ლი ქუჩის I შესახვევს და 1 -ლი ქუჩის I,II ,III, IV, V ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-41.41253292

2025 წლის 25 ნოემბერი

. სენაკი

სენაკის  მუნიციპალიტეტის  მენჯის  ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ  სახარბედიოს 1-ლი  ქუჩის, 1-ლი ქუჩის   I შესახვევს და 1-ლი ქუჩის I,II ,III, IV, V ჩიხის  სახელის გადარქმევის თაობაზე

საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლის  მე-2 პუნქტის  ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული  ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 პუქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ცხვიტავას  2025 წლის 5 სექტემბრის № 19/41252484-41 მომართვისა და გეოგრაფიული  ობიექტების  სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების  სახელწოდებათა  სფეროში  მოქმედი სამთავრობო კომისიის  2025 წლის 24 ოქტომბრის №49 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  მიიღო განკარგულება:

1. სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ სახარბედიოს  1-ელ  ქუჩას, 1-ლი ქუჩის   I შესახვევს და 1 -ლი ქუჩის I,II ,III, IV, V ჩიხს ეწოდოს  წმინდა გიორგის  ქუჩა, წმინდა გიორგის ქუჩის I შესახვევი, წმინდა გიორგის ქუჩის I, II, III, IV, V ჩიხი (ორთოფოტო თან ერთვის).

2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში  უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების დამზადება, კორექტირება, და  გავრცელება ).

3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე. 

4.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247).

   

სენაკის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                    ჯუმბერი ტყებუჩავა