დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.017619 |
|
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.07.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომ – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომ – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.“. 2. 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე პირადობის მოწმობას და ბინადრობის მოწმობას (გარდა ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე და დროებითი დაცვის მქონე პირისა) გასცემენ პირის მიერ გადახდილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების შეტანიდან: ა) მე-10 სამუშაო დღეს; ბ) მე-5 სამუშაო დღეს; გ) მე-3 სამუშაო დღეს; დ) 24 საათის გასვლისთანავე; ე) იმავე დღეს. 2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ლტოლვილზე, დამატებითი დაცვის მქონე და დროებითი დაცვის მქონე პირზე დროებით ბინადრობის მოწმობას მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გარეშე გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“. 3. 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ლტოლვილზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით. დამატებითი დაცვის მქონე ან დროებითი დაცვის მქონე პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა შესაბამისი სტატუსის მოქმედების ვადით.“. 4. მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ ლტოლვილ ან დამატებითი დაცვის მქონე არასრულწლოვან პირზე სამგზავრო დოკუმენტის ან სამგზავრო პასპორტის გასაცემად ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმ მიზეზით, რომ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში, არასრულწლოვანი მარტოხელა მშობლის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღები ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“. 5. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამგზავრო პასპორტი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა 2 წლის ვადით, ხოლო დამატებითი დაცვის მქონე პირზე − 1 წლის ვადით. თუ პირზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ამ პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ვადაზე ნაკლები ვადა, სამგზავრო პასპორტი გაიცემა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადით.“. 6. 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პირს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედება ან გაუუქმდა, შეუწყდა ან ჩამოერთვა ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სტატუსი;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები