ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჭითაუშქურისა და გვიმარონის ქუჩების სახელდების შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჭითაუშქურისა და გვიმარონის ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.106.016019
39
28/11/2025
ვებგვერდი, 04/12/2025
000000000.00.106.016019
ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჭითაუშქურისა და გვიმარონის ქუჩების სახელდების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №39

2025 წლის 28 ნოემბერი

ქ. ხობი

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჭითაუშქურისა და გვიმარონის  ქუჩების სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 ოქტომბრის №49 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის  შესაბამისად:

1. ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გვიმარონში არსებულ ქუჩებს რომაული ციფრების ნაცვლად, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:

პირველ ქუჩას – ზვიად გამსახურდიას ქუჩა;

მეოთხე ქუჩას – ცოტნე დადიანის ქუჩა;

მეხუთე ქუჩას – მერაბ კოსტავას ქუჩა;

მეექვსე ქუჩას – სამეგრელოს ქუჩა;

მეშვიდე ქუჩას – ვახტანგ გორგასლის ქუჩა;

მერვე ქუჩას – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა;

მეცხრე ქუჩას – გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა.

2. ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭითაუშქურში მონიშნულ არსებულ ქუჩებს რომაული ციფრების ნაცვლად, თანდართულ რუკაზე ქუჩების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:

პირველ ქუჩას – ჟიული შარტავას ქუჩა;

მეორე ქუჩას – აკაკი წერეთლის ქუჩა;

მეოთხე ქუჩას – იაკობ გოგებაშვილის ქუჩა;

მეექვსე ქუჩას – დავით გურამიშვილის ქუჩა;

მეშვიდე ქუჩას – აკაკი შანიძის ქუჩა.

3. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს  სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                              გოჩა ქაჯაია