,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016567
18
01/12/2025
ვებგვერდი, 03/12/2025
010250020.35.128.016567
,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2025 წლის 1 დეკემბერი

დაბა ხარაგაული

 

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის    მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 თებერვლის №11 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 07/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 0102500.20.35.128.016492).

1. დადგენილებით  დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის სათაური და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. სოციალურად დაუცველი ან მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯები“

„2. მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი გარდაცვლილი პირის დაკრძალვისთვის გაიწევა დახმარება 300 ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილებით  დამტკიცებული წესის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 21. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების გათბობის უზრუნველსაყოფად  ფინანსური დახმარება

1. დახმარების მიმღებია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულები და უმწეო ოჯახები.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) მერის წარმომადგენლის დასაბუთებული შუამდგომლობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული  ფინანსური დახმარების ოდენობა განისაზღვროს   არაუმეტეს 500 ლარით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის შეფასების (დასკვნის) მიხედვით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მერის ბრძანების საფუძველზე.“.

3. დადგენილებით  დამტკიცებული წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფასა და სოციალური სამრეცხაოს სერვისით სარგებლობას ექვემდებარებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები, სოციალურად დაუცველი ხანდაზმულები, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე