დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებით სარგებლობაში გადაცემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული იარაღის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 11 ნოემბრის №650 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.22.027.017622 |
1138
05/12/2025
ვებგვერდი, 08/12/2025
140120000.22.027.017622
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებით სარგებლობაში გადაცემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული იარაღის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 11 ნოემბრის №650 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებით სარგებლობაში გადაცემისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე რიცხული იარაღის შენახვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 11 ნოემბრის №650 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 140120000.22.027.017144) დამტკიცებული წესის მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. იარაღი მისი ტარების ნებართვის მქონე აღსრულების პოლიციელზე აგრეთვე გაიცემა იარაღის გამოყენების წესებთან დაკავშირებით გადამზადების პროცესში გამოყენების მიზნით. 22. ამ მუხლის 21 პუნქტის მიზნებისთვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პოლიციელზე იარაღის გაცემის, გადატანისა და გამოყენების დამატებითი საკითხები განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები