დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 520 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.025414 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №524 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2023, 010240030.10.003.024359) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების“:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს (გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისისა), პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;“. 3. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაცია; ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება, მათი განხორციელების, ევროკავშირის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია და ამ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში; დ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა, საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამების კოორდინაცია; ვ) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის ხელშეწყობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; თ) საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ი) უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების აღსრულების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოებში/კომისიებში და/ან სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა; კ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები