ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გურამ გაბისკირიას ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გურამ გაბისკირიას ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/11/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017026
88
21/11/2025
ვებგვერდი, 01/12/2025
000000000.00.101.017026
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გურამ გაბისკირიას ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №88

 2025 წლის  21  ნოემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გურამ გაბისკირიას ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ჩუღურეთის რაიონში, გურამ გაბისკირიას ქუჩას მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ზურაბ აბაშიძე